„ფეისბუკისა“ და Ray-Ban-ის მიერ გამოშვებულ ჭკვიან სათვალეს ახალი ფუნქციები დაემატება.
„ფეისბუკის“ დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის განცხადებით, ჭკვიანი სათვალის მფლობელებს „მესინჯერში“ შეტყობინების გაგზავნის, წერისა და ზარების განხორციელების საშუალება ექნებათ.
„Ray-Ban Stories-ებს უფრო მეტი ფუნქცია დაემატებათ, როგორიცაა შეტყობინებების გაგზავნის, შეტყობინებების წაკითხვისა და ზარების განხორციელების შესაძლებლობა (ყველაფერი Messenger-ის საშუალებით), ასევე ხმის კონტროლი ან დაპაუზება, ყველაფერი თქვენი ხმის გამოყენებით მოხდება. ჩვენ ყველაფერს ახლა ვიწყებთ, Ray-Ban Stories-ის უფრო მეტი განახლებები 2022 წელს გამოვა“, – წერს ცუკერბერგი სოციალურ ქსელში.
Ray-Ban Stories უკვე ხელმისაწვდომია და მისი შეძენა ონლაინ 299 დოლარად შეგიძლიათ.
კომენტარები