რუსული მედია სომხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებზე დაყრდნობით წერს, რომ სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი რამდენიმე წუთის წინ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.
მათივე ცნობით, საუბარი შეეხებოდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე სროლას და ადგილზე გამწვავებულ კონფლიქტს.
ამ დროისთვის დეტალები უცნობია, მანამდე ფაშინიანმა უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია.
კომენტარები