• რეკლამა
  • კონტაქტი
06:05, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფარცხალაძის “ნარუშილოვკა” და დაკეტილი შსს – ოპოზიცია დაჯარიმების ქვითრის გასაჯაროებას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
15:23 04-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
149

ოთარ ფარცხალაძისთვის საშვის გაცემის საკითხი კვლავ ბუნდოვანია – არც შსს და არც მთავრობის ადმინისტრაცია ოპოზიციის კითხვებს არ პასუხობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა გომელაურის უწყებაში სპეციალური განცხადების შეტანა ვერ შეძლო.

ხაბეიშვილი ფარცხალაძის დაჯარიმების ქვითრის გასაჯაროებას ითხოვს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო არის დაკეტილი. განცხადების შეტანა ფაქტობრივად შეუძლებელია. 3 კანონდარღვევაა სახეზე. ან გამოგვიგზავნონ 3000 ლარიანი ფარცხალაძის ქვითარი, რომელიც დააჯარიმეს და განმეორების შემთხვევაში მას 6-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ან მინისტრმა და სამინისტრომ ახსნას, რანაირად ხდება, რომ სხვა ადამიანებს 3000 ლარიან ჯარიმას უწერენ მაშინ როდესაც მაგალითად მეუღლე უზის წინ, და ფარცხალაძეს საშვის გარეშეც შეუძლია წინ დაისვას თანმხლები პირი და ფეხებზე დაიკიდოს კანონი”

ფაქტს “ევროპული საქართველოს” წევრი ირაკლი აბესაძეც გამოეხმაურა.

“ნეპოტიზმის, ფავორიტიზმის, კორუფციის პირობებში “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის ამ უმძიმესი კრიზისის დროსაც კი, ზრუნვის საგნად რჩება არა საზოგადოების ინტერესები, არამედ მისი ცალკეული წევრების, ხელისუფლების ფავორიტი ადამიანების კეთილდღეობა. ეს არის დანარჩენი საზოგადოების აბუჩად აგდება, რომელიც ხელისუფლებამ უმანქანოდ სახლში გამოკეტა, მათი დიდი ნაწილი ამის გამო დატოვა შემოსავლის გარეშე და თითოეულ მათგანს მნიშვნელოვნად გაურთულა ცხოვრება”,

სისტემურ პრობლემებზე საუბრობს “ლელოს”- წევრი კახა კოჟორიძე:

“ბატონი ოთარი ცნობადი სახეა და მაგიტომ გახდა ჩვენთვის ცნობილი ეს ამბავი, თორემ ისე, რომ მასიურად ხდებოდა არასწორად ჩვენი შეფასებით ამ საშვების და ნებართვის გაცემა, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება ყველა ადამიანს შეეძლებოდა დაენახა მარტივი მოქმედებით. მათ როგორც სჩვევიათ ხოლმე საშვებს გასცემდნენ თავიანთ ნათესავებზე, მეგობრებზე, საძმო-სანაცნობოზე. ვსაუბრობთ სავარაუდო სისტემურ დარღვევაზე. ამ შემთხვევაში მხოლოდ ოთარ ფარცხალაძის დარღვევაზე კი არ მინდა აქცენტი გავაკეთო, აქ მთავარია სისტემა როგორ მუშაობს”,

იმ პირობებში, როცა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას საგანგებო მდგომარეობის გამო ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდული ჰქონდა, ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე რუსთაველის გამზირზე ავტომანქანით დააფიქსირეს.

თითქმის ცარიელ რუსთაველის გამზირზე ოთარ ფარცხალაძე შავი “რეინჯ-როვერით” გადაადგილდებოდა. ავტომობილს ის თავად მართავდა, გვერდით კი კიდევ ერთი მგზავრი ეჯდა რომელიც ასევე კანონ დარღრვევაა.

ცნობისთვის, მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილების აკრძალვის შემდეგ მხოლოდ იმ მანქანებს ჰქონდათ მოძრაობის უფლება, რომლებზეც სპეციალური საშვები გაიცემა, რა სტატუსით მიიღო ოთარ ფარცხალაძემ საშვი, ამაზე განმარტება ჯერ არავის გაუკეთებია.

ნიუპოსტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved