• რეკლამა
  • კონტაქტი
09:23, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ფარცხალაძის და ივანიშვილის ინტერესი იყო – რეპრესიის ყველა ფორმა გამოიყენეს და სათამაშო ბიზნესის წილი წამართვეს” – ბიზნესმენი

ალია ავტორი - ალია
01:37 09-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
657

“ფარცხალაძის და ივანიშვილის ინტერესი იყო – რეპრესიის ყველა ფორმა გამოიყენეს და სათამაშო ბიზნესის წილი წამართვეს…”, – ამის შესახებ ბიზნესმენი მამუკა ქუნთელია “მთავარი არხის” ეთერში საუბრობს:

,,ფარცხალაძის და ივანიშვილის ინტერესი იყო – რეპრესიის ყველა ფორმა გამოიყენეს და სათამაშო ბიზნესის წილი წამართვეს… ფარცხალაძე ხომ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდება – ახლობელს წყალს ვერ მიაწვდიდა, რომ ბიძინასთვის არ ეკითხა. ფულის მოცულობიდან გამომდინარე, “კრისტალბეთზეა” საუბარი, იყო მათი დაინტერესება. ზეწოლა დღესაც გრძელდება”

ამბობს, რომ მიმართა პროკურატურას და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ასევე კრიმინალურ დეპარტამენტს, თუმცა, ამ უწყებების რეაგირების ნაცვლად, სახელისუფლებო, პროპაგანდისტულ Pos TV-ზე, მასთან დაკავშირებით მადისკრედიტირებელი სიუჟეტი მიიღო: “მათ როგორც დაზარალებულმა, ისე მივმართე და პასუხად ჩემი გაშავება მივიღე”.

“ბიზნესი პირდაპირი მნიშვნელობით წამართვეს. თავის წამებით, ჩემ წინააღმდეგ გამოიყენეს რეპრესიის ყველა უმაღლესი ფორმა, რაც შეიძლება ბინძურ თავში ვიღაც ადამიანს მოუვიდეს”, – ამბობს ის და აქვე ამატებს, რომ მთავარი პრობლემა დაიწყო მაშინ, როცა უთხრეს, რომ ბიზნესიდან წილი ხელისუფლებისთვის უნდა მიეცათ: “ამის გაპროტესტებიდან დაიწყო ჩემი პრობლემა. ლევან ახვლედიანი მეუბნება, რომ უნდა გვყავდეს ე.წ. “კრიშა” და ჩემგან პროტესტი იყო, არ დავთმე და არ მივიღე ეს შემოთავაზება და მაშინ დაიწყო ჩემი დასჯა. გაქცეულიც ვიყავი”.

მისივე თქმით, მთავარი გარდატეხა, რამაც საზოგადოების წინაშე გამოსვლა და ამ ყველაფერზე ხმამაღლა საუბარი გადააწყვეტინა, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები და ის ხალხია, ვინც ამის გასაპროტესტებლად გამოვიდა.

“ადამიანი მიდის იმ წერტილამდე, რომ მერე რაღაც გარდატეხა ხდება და სხვანაირად ხდება…

ტერორზე გადავიდნენ. პირდაპირი მოთხოვნა დამიყენეს, გამეხსნა Facebook, გავაქტიურებულიყავი და რუსებზე კარგი მეთქვა და რუსებს ვინც ებრძვის, იმათზე ცუდი. სააკაშვილზე ცუდი თქვი, ოპოზიციაზე ცუდი თქვი, რუსებზე და სტალინზე კარგი… აქტიური ტროლი უნდოდათ, ვყოფილიყავი… გადავედი საპირისპირო მხარეს და ახლა რასაც ვსაუბრობ, ეს არის იმის საპირისპირო, რაც იმათ უნდოდათ, მეთქვა. ეს უნდოდათ, ოღონდ პირიქით…

არსებობს რაღაცა ზღვარი… ის არსებობს რაზეც, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, ის წერტილი რაზეც ამდენი ხალხი მოვიდა, გამოვიდა, გააპროტესტა, ეს არის წერტილი…

ადამიანებს ეუბნებიან, რომ ეს არის რუსული კანონი. გამოდიან, არ არის რუსული კანონი. მთელი ცივილური სივრცე ეუბნება, რომ თქვენ ვერ შემოხვალთ ევროკავშირში და ესენი იძახიან, რომ შევალთ – ახლა რომ ვუყურებ, ჩემს ისტორიაშიც ზუსტად ასე იყო, ავადმყოფებთან ეს არის დაავადებული ადამიანები ჩემი აზრით ასეთი უარყოფა წინ სპილო გედგეს და ვერ ხედავდე. მთელი მსოფლიო გეუბნება და მთელი ცივილური სამყარო რომ ეს რუსული კანონია”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved