• რეკლამა
  • კონტაქტი
18:02, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ფარისევლებმა რა რაოდენობის ცრემლიც არ უნდა აფრქვიონ, ყოველთვის გვახსოვდეს, თუ სად იდგნენ, როცა ქვეყნის ყოფნა-არყოფნის ბედი წყდებოდა” – რეზო კიკნაძე

ალია ავტორი - ალია
16:19 03-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
78

სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,იცით, რატომ ვერ დავიჯერებ ამ სასულიერო პირების ნიანგის ცრემლებს და მაღალ ფარდოვან სიტყვებს მიტევებასთან და ერთობასთან დაკავშირებით?

უდანაშაულო ქალბატონი რომ ერთი სილის გამო 2 წლით ციხეში ზის.
ქალბატონს, რომელსაც სტიკერის გაკვრის გამო აგინეს და აფურთხეს, ამ შეურაცხყოფის სანაცვლოდ მიღებული ერთი სილის სანაცვლოდ კი მუქარა აუსრულეს და ციხეში გამოკეტეს, აი, ამაზე ვისაც ხმა არ ამოუღია, თავი დაუკრა ძლიერსა ამა ქვეყნისას და სწორი ისაა, რაც თქვენ გნებავთო და ნორმალურად თვლის იმას, რაც ქვეყანაში ბოლო რამდენიმე წელია ხდება, მას რანაირად აქვს ვინმეს ამოძღვრის უფლება, რა ფასი აქვს მის იაფ სიტყვებს?
ნორმალურად თვლის, რომ მართლა ვინც იძალადა ხელისუფალთა დავალებით, წაქცეულებს წიხლები ურტყა, ჟურნალისტები სასიკვდილოდ სცემა და თავადაც ვერ ამბობენ საკუთარი მემამულეები, რა ნივთიერებით მოწამლა, ასეთი ადამიანი კარგი ადამიანი რანაირად უნდა იყოს, სულ რომ მამაო ერქვას ან ეპისკოპოსი?

გრძელი წერილია კარგი ადამიანის ინდულგენცია?

მისი სიტყვები სიყვარულზე, სამართალზე და შენდობაზე როგორ უნდა იყოს ყურადსაღები და ჭეშმარიტი, როცა თავად არაფერი გაუკეთებია სამართლისთვის, სიყვარულისთვის, შენდობისთვის და ერთობისთვის.

ამიტომ, ფარისევლებმა რა რაოდენობის ცრემლიც არ უნდა აფრქვიონ, ყოველთვის გვახსოვდეს, თუ სად იდგნენ, როცა ქვეყნის ყოფნა-არყოფნის ბედი წყდებოდა და მის თანამემამულეებს სჭირდებოდათ გვერდში დგომა, როდესაც მტრისგან მართული ტირანი ხელი…

21.03.2026
საკანი 38“

თეგები: რეზო კიკნაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved