• რეკლამა
  • კონტაქტი
10:10, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფაქტია, ზურაბიშვილმა ევროინტეგრაციაში უარყოფითი როლი შეასრულა – კობახიძე

ალია ავტორი - ალია
11:47 07-24-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
320

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროინტეგრაციის საკითხში უარყოფითი როლი შეასრულა. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 23 ივლისს მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეკითხვას უპასუხა, აქვს თუ არა ხელისუფლებას პრეზიდენტის მხარდაჭერის იმედი ევროინტეგრაციის გზაზე, კობახიძემ უპასუხა:

“ფაქტია, რომ აქამდე მან, სამწუხაროდ, უარყოფითი როლი შეასრულა [ევროინტეგრაციის საკითხში]. როდესაც პრეზიდენტი ჩადის ბრიუსელში, მერე ჩამოდის და ამბობს, რომ შარლ მიშელმა რაღაცები უთხრა და მას პასუხი არ ჰქონდა, ესეც არის ძალიან კარგი მაგალითი, თუ რატომ უნდა წავიდეს ვიზიტით მთავრობა და არა პრეზიდენტი. მთავრობა როდესაც მიდის, ის ობიექტურად და სუბიექტურადაც დაინტერესებულია, ბოლომდე დაიცვას ქვეყნის პოზიციები, მთავრობის პოზიციებიც და ქვეყნის პოზიციებიც. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ვიღაც აკრიტიკებს მთავრობის, პარლამენტის, ან მმართველი გუნდის საქმიანობას, მთავრობა სუბიექტურადაც არის დაინტერესებული, საკუთარი პოზიციები დაიცვას, პრეზიდენტს კი ეს ინტერესი არ აქვს.

აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი ჩავიდა მაგალითად, მიშელთან, ვერც მოახერხა და არც მოახერხა ქვეყნის პოზიციების დაცვა. პირიქით, მერე გამოვიდა, ბრიფინგი ჩაატარა, ათი რაღაც თქვა და რეალურად, ათივე სინამდვილეს იყო აცდენილი. რეალურად, ბრჭყალებში, დაასაბუთა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა. როდესაც პრეზიდენტს თვითონ არ სჯერა, რომ ქვეყანა დემოკრატიულად წელშია გამართული და ასე მიდის ვიზიტით ბრიუსელში, იმან რა პროდუქტიული როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის ევროინტეგრაციაში?!”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved