• რეკლამა
  • კონტაქტი
22:18, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ფაქტია, რომ ევროპის 10-ზე მეტმა ქვეყანამ შეაჩერა კონკრეტული ვაქცინის გამოყენება” – ანდრია ჯაღმაიძე

ალია ავტორი - ალია
17:23 03-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

“დღეს სახეზე გვაქვს ასეთი ფაქტი, რომ ევროპის 10-ზე მეტმა ქვეყანამ შეაჩერა ერთ-ერთი კონკრეტული ვაქცინის გამოყენება,” – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ჯაღმაიძემ დასძინა, – “მრევლს არაფერს არ მოვუწოდებდი, არჩევანი არის თავისუფალი.”

ასევე, ჯაღმაიძემ ამავე საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ  ყველა სასულიერო პირის მოწოდება, თუ ქადაგება ვაქცინაციასთან დაკავშირებით სინოდის გადაწყვეტილების ჩარჩოში უნდა ჯდებოდეს.

“სინოდის გადაწყვეტილება ვაქცინასთან დაკავშირებით განჩინებაშიც ჩაიწერა. მთავარი საკითხი, რაზეც სინოდმა გაამახვილა ყურადღება, იყო, რომ ნებაყოფლობითი უნდა იყოს ვაქცინაცია. ყველას თავისი აზრი აქვს ვაქცინაციასთან დაკავშირებით, სინოდის გადაწყვეტილების ჩარჩოში უნდა ჯდებოდეს ყველა სასულიერო პირის მოწოდება თუ ქადაგებაა. სინოდის გადაწყვეტილების დამორჩილება არის ყველა სასულიერო პირის ვალდებულება.

მრევლს არაფერს არ მოვუწოდებდი, არჩევანი არის თავისუფალი. დღეს სახეზე გვაქვს ასეთი ფაქტი, რომ ევროპის 10-ზე მეტმა ქვეყანამ: ავსტრიამ, იტალიამ, ნორვეგიამ, რუმინეთმა და სხვამ შეაჩერეს ერთ-ერთი კონკრეტული ვაქცინის გამოყენება და თქვეს, რომ სჭირდებათ ორკვირიანი დაკვირვების ვადა, რომ დაადგინონ, რამ გამოიწვია ლეტალური შემთხვევები, არის თუ არა კავშირში ვაქცინაციასთან, რადგანაც დამთხვევაიყო. მეც ჩემს მრევლს ვურჩევდი, საღი აზრი იქნებოდა, რომ ეს ორი კვირა ჩვენც მოგვეცადა და გვენახა, რა შედეგებს დადებს კვლევა, რასაც ეს ქვეყნები აწარმოებენ“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, დღეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ –  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კავშირს „ასტრაზენეკას“ ვაქცინას და გამოვლენილ მოვლენებს შორის,კონკრეტულად თრომბოემბოლიურ გართულებებზე, არ ადასტურებს. მისივე განმარტებით, ჯანმო „ასტრაზენეკას“ გამოყენების შესახებ რეკომენდაციას იძლევა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved