• რეკლამა
  • კონტაქტი
02:40, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფაიზერთან” დაზღვევის ხელშეკრულება არ დაგვიდია – რატომ არ გვაქვს ვაქცინა? – სამინისტროს “აღიარება”

ალია ავტორი - ალია
15:34 03-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნია განმარტავს რატომ არის საქართველოში ვაქცინა შემოტანილი:

“ვაქცინის დანერგვის გეგმაზე მუშაობა დაიწყო 2020 წლის ნოემბერში. 18 იანვარს ქვეყანამ გააკეთა განაცხადი კოვაქსის პლატფორმაზე მზაობის დასადასტურებლად, რომ ის მზად არის მიიღოს ნებისმიერ ცივი ჯაჭვის მოთხოვნების მქონე ვაქცინა, მათ შორის ფაიზერი,  ასტრაზენეკა  და მოდერნა. მოდერნა ამ დროისთვის კოვაქსის პლატფორმაზე არ განიხილება, ამიტომ 2 ვაქცინაზე ვმუშაობთ. შემდეგ 28 იანვარს, ქვეყანამ მიიღო მზაობის შეფასების საფუძველზე დამადასტურებელი წერილი, რომ გადაეცემა ფაიზერის 29 ათასი დოზა, ხოლო ასტრაცენეკას 180 – 300 ათასამდე დოზა ეტაპობრივად.

28 იანვარის შემდეგ დაიწყო აქტიურად მუშაობა შესყიდვის პროცედურებზე  კოვაქსის მეშვეობით.

ასტრაზენეკას შემთხვევაში ქვეყანამ გაიარა პასუხისმგებლობების დაზღვევის ხელშეკრულების ეტაპი. ეს არის კიდევ ერთი ეტაპი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და ამით ერთი ეტაპი დასრულდა.

ზუსტად იგივე ეტაპი გასავლელია ფაიზერთან მიმართებაში.

როცა ველოდებით ფაიზერის შემოტანას, კოვაქსმა შეგვატყობინა, რომ არის გარკვეული დამატებითი მოთხოვნები ფაიზერის მიერ, რომელიც არ უკავშირდება ქვეყნის ტექნიკურ მზაობას ვაქცინის მიღებისთვის და დაკავშირებულია პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან, რომლის დეტალებს 23 თებერვლის წერილში კოვაქსი ვერ გვატყობინებს, თუმცა გვპირდება, რომ მომდევნო კვირაში დაინიშნება სატელეფონო კონსულტაცია, სადაც დაზუსტდება ეს პირობები. საბოლოოდ შევთანხმდებით პირობებზე, მერე გადავალთ ფინანსურ ნაწილზე”

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, პრინციპში ადასტურებს, რომ “ფაიზერთან” მიმართებაში დაზღვევის ხელშკრულება არ დაუდიათ, შესაბამისად, რატომ ადანაშაულებს “კოვაქსს” ტყუილში – გაუგებარია.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით 23 თებერვლის წერილში დაპირდა კოვაქსი, რომ მომდევნო კვირაში ჩაინიშნებოდა სატელეფონო კონსულტაცია, გავიდა თუ არა 23 თებერვლიდან მომდევნო კვირა და იყო, თუ არა სატელეფონო კომუნიკაცია, ჯანდაცვის სამინისტრო ამაზე კომენტარს არ აკეთებს.

კითხვაზე, კოვაქსმა “გადაგდო” საქართველო, თუ საქართველოს მთავრობამ “გადააგდო” მოსახლეობა, პასუხი ისევ არ გვაქვს – რადგან, როგორც გვეუბნებიან, კოვაქსმა კი დაადასტურა მზაობა ვაქცინის მოწოდებაზე ჯერ კიდევ იანვარში, მაგრამ მერე უკვე გაუგებრად გვიყვებიან, როდის მოითხოვა გადაზღვევა, დაგვიანებით მოითხოვა და ვერ მოასწრეს, თავიდანვე მოითხოვა და არ მოასწრეს? – იმედია, ოდესმე კოვაქსი მაინც გვეტყვის სიმართლეს.

რას გვიმალავდა ჯანდაცვის სამინისტრო და რატომ ვერ მივიღეთ სინამდვილეში ვაქცინა?
თეგები: ეკატერინე ტიკარაძეთამარ გაბუნია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved