• რეკლამა
  • კონტაქტი
22:38, ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფაიფურა” სახლში არ დაგვხვდა” – რატომ არ დაელოდა პოლიციას სახლში “ფაიფურა” და როგორ მიიმალა პირი, რომელსაც 7 თვე ფარულად უთვალთვალებდნენ?

ალია ავტორი - ალია
21:07 04-08-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
248

კრიმინალური გარჩევების მთავარი ფიგურანტი, ე.წ. კანონიერი ქურდის, მამუკა შუბუთიძეის გარემოცვის წევრი, “ფიაფურა”პოლიციას გაექცა და პროკურატურა აცხადებს, რომ ის არ დახვდათ საცხოვრებელ მისამართზე და ეს მაშინ, როცა საქმის პროკურორის მტკიცებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, 7 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

გამომდინარე იქედან, რომ ჭიათურელი კრიმინალური ავტორიტეტი მიმალვაშია, ვერ ვკითხავთ, რატომ არ დაელოდა პროკურატურას და პოლიციას სახლში?

 

ეს პიროვნება გახლავთ ქურდული სამყაროს წევრი, რომელსაც აქტიური კავშირი გააჩნია სხვა ქურდული სამყაროს წევრებთან, ასევე საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებთან იგი მოქალაქეებს შორის არსებულ დავებს განიხილავდა ქურდული წესების შესაბამისად და იღებდა სხვადასხვა გადაწყვეტილებებს. 

უშუალოდ მის მიმართ ხორციელდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები. უცნობია, რომ მან ქვეყანა დატოვა, მიმალვაში იმყოფება. 

როდესაც განჩინებები იქნა აღებული პირთა დაკავების თაობაზე, ვერ მოხერხდა მისი დაკავება, ეს გახლავთ დაახლოებით 2 დღე, 2 დღის წინ მოხდა ამ სისხლის სამართლის საქმეზე პირთა დაკავება, განჩინებების საფუძველზე. 

სპეციფიკას ამ გამოძიების, სპეციფიკური გახლავთ, ესეთი საქმის გამოძიება. მოცემულ შემთხვევაში წყდება ფარული საგამოძიებო მოქმედება, შემდეგ ფასდება მოპოვებული მტკიცებულებები და პროკურორი იღებს შემაჯერებელ გადაწყვეტილებას, პირზე დაიწყოს თუ არა სისხლისსამართლებრივი დევნა. 

მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ ჩავთვალე, რომ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გითხარით უკვე და მის მიმართ სასამართლოს მივმართე შუამდგომლობით. სასამართლომ რამდენიმე დღით ადრე, სანამ მოხდებოდა მათი დაკავება, დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, გასცა განჩინება და დაკავების დროს, ერთ დროს ხორციელდებოდა ყველა პირის დაკავება, გამოძიებამ ვერ იპოვა ის [“ფაიფურა], არ იმყოფებოდა საცხოვრებელ მისამართზე,” – განაცხადა საქმის პროკურორმა, ნუგზარ ჭიტაძემ, ტვ პირველთან.

ე.წ. კანონიერი ქურდის, მამუკა შუბითიძის, იგივე “ტურიკელას” დაჯგუფების დაკავების შესახებ შსს-მ განცხადება გუშინ გაავრცელა. გამოძიების ვერსიით, იგი ე.წ. „მაყურებლების“ — „ფაიფურასა“ და „გრიშიჩის“ დახმარებით მართავდა პროცესებს. სამართალდამცველებმა ერთ ღამეში ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდული სამყაროსთვის მიმართვის ბრალდებით 44 პირი დააკავეს, ხოლო კიდევ ექვსზე, ძებნა გამოცხადდა.

თეგები: პროკურატურაშსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved