• რეკლამა
  • კონტაქტი
09:33, სამშაბათი, 3 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პეტრე ცისკარიშვილის პოლიტიკური და პირადი ცხოვრება – ამერიკული განათლება და გატაცება წლების წინ

ალია ავტორი - ალია
20:55 09-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,361

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. მას მერე, რაც პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილს ჟურ­ნა­ლის­ტმა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სად­მი უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ში დას­დო ბრა­ლი.

პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი წლე­ბის წინ, აშშ-ის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა გა­მოჩ­ნდა პო­ლი­ტი­კა­ში. ის “ვარ­დე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის“ პო­ლი­ტი­კო­სია.

30 წლის ასაკ­ში კი (2004-2006 წლებ­ში) უკვე კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის პოსტს იკა­ვებ­და. თუმ­ცა მა­ნამ­დე იყო სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტი მის ცხოვ­რე­ბა­ში, რო­დე­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მას­ზე ლა­პა­რა­კობ­და. 2001 წელს პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი, საყ­ვა­რელ ქალ­თან – ანი სურ­მა­ვას­თან ერ­თად პან­კის­ში გა­ი­ტა­ცეს. შოთა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ საქ­მე­ზე იყო ბრალ­დე­ბუ­ლი, წლე­ბის შემ­დეგ “კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ცის­კა­რიშ­ვი­ლის გა­ტა­ცე­ბის ფაქტს ასე ისხსე­ნებ­და…

შოთა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი:

“პეტ­რე არც ჩემი მე­გო­ბა­რია და არც მისი ად­ვო­კა­ტი ვარ, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ მას, რო­გორც მთის კაცს, რა­ღაც ღირ­სე­ბა აქვს. იმ დროს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბად მო­ი­აზ­რე­ბოდ­ნენ კახა თარ­გა­მა­ძე, ზუ­რაბ ჟვა­ნია და მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ესე­ნი ედუ­არდ მე­ფის ვე­ზი­რე­ბი იყ­ვნენ, მე­ფის კარ­ზე კი იყო დიდი ინ­ტრი­გე­ბი – ერ­თმა­ნეთს უცი­ნოდ­ნენ, თან ძირს უთხრიდ­ნენ. პეტ­რე ჟვა­ნი­ას მე­გო­ბა­რი იყო. იმ დროს ჩვენ სულ სხვა ოპე­რა­ცი­ა­ზე მივ­დი­ო­დით. ძა­ლო­ვა­ნებ­მა შე­მო­მიგ­დეს კოტე ცი­ხის­თა­ვი, ნა­ძი­რა­ლა და ნომ­რი­ა­ნი აგენ­ტი, თე­ლა­ვე­ლი კაცი. კახა თარ­გა­მა­ძემ, ნუგ­ზარ სა­ჯა­ი­ამ და მათ­მა “სას­ტავ­მა” კოტე ცი­ხის­თა­ვი გა­მო­აქ­ცია ცი­ხი­დან, რის შემ­დე­გაც მე მო­მად­გა სახ­ლში. შე­ვი­ფა­რე, ვას­ვი, ვა­ჭა­მე, ჩა­ვაც­ვი, გვერ­დში და­ვი­ყე­ნე და ყვე­ლას ვუ­თხა­რი, ეს კაცი ჩემი სტუ­მა­რია და თუ რამე მოხ­და, მის სის­ხლს მე ავი­ღებ-მეთ­ქი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, რომ ცი­ხის­თა­ვი აგენ­ტი ყო­ფი­ლა. ჩვე­ნი საქ­მის­თვის მან­ქა­ნის მო­ნახ­ვა მას და­ვა­ვა­ლე და მა­ინ­ცდა­მა­ინც პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილს არ მიგ­ვა­ყე­ნა? კოტე პო­ლი­ცი­ე­ლის ფორ­მით იყო და წიგ­ნა­კი ჰქონ­და.

პეტ­რე ვაჟ­კა­ცი ბიჭი აღ­მოჩ­ნდა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გაგ­ვი­წია, ამი­ტო­მაც მისი წაყ­ვა­ნა მოგ­ვი­წია. უბ­რა­ლოდ, გვინ­დო­და, დრო­ე­ბით, 1-2 დღე იზო­ლა­ცი­ა­ში მოგ­ვექ­ცია, სა­ნამ საქ­მეს გა­ვა­კე­თებ­დით. მას თან ახ­ლდა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ვუ­თხა­რი, წადი, და­ი­კო, შენ­თან საქ­მე არ გვაქვს-მეთ­ქი. ქალს თურ­მე ძა­ლი­ან ჰყვა­რე­ბია პეტ­რე და გვი­თხრა, სა­დაც ეს, მეც იქო და არ მი­ა­ტო­ვა. ასე­თი თავ­გან­წირ­ვის გამო პა­ტი­ვის­ცე­მა გაგ­ვიჩ­ნდა მის მი­მართ. მათ­თვის ზედ­მე­ტი არა­ვის არა­ფე­რი უკად­რე­ბია, პი­რი­ქით, რომ სცი­ო­და, ჩვენს ტან­საც­მელს ვაც­მევ­დით იმ გო­გოს.

ჩვენ არც გა­მო­სას­ყი­დი მოგ­ვი­თხო­ვია. იმათ ჩემი ძმა ჰყავ­დათ და­ჭე­რი­ლი არა­კა­ცუ­რად – ერთი ძმა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მო­წამ­ლეს და მო­მიკ­ლეს, მე­ო­რე ძმა მის და­საფ­ლა­ვე­ბა­ზე მო­დი­ო­და, ვი­თომ კო­რი­დო­რი მის­ცეს და და­ი­ჭი­რეს.

რად­გან ასე ვე­რა­გუ­ლად და­ა­კა­ვეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­ვუ­ყე­ნე, ჩემი ძმა გა­მო­უშ­ვით და პეტ­რეს გად­მოგ­ცემთ-მეთ­ქი. გა­უშ­ვეს და მეც გა­ვუშ­ვი. ეს იყო და ეს. პეტ­რეს ნარ­კო­მა­ნო­ბას აბ­რა­ლებ­დნენ, მაგ­რამ ის სპორ­ტსმე­ნი კაცი იყო და სი­გა­რეტ­საც კი არ ეწე­ო­და, არც არა­ვის ვალი ჰქო­ნია, ეს იყო ბინ­ძუ­რი პი­ა­რი. მგო­ნია, ღირ­სე­უ­ლი კა­ცი­ცაა, ჩემ­თვის ხელი არ და­უ­დია, არც არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია, მეც ჩემი მხრივ, მისი ღირ­სე­ბა და­ვი­ცა­ვი. მე მას მტრად არ ვთვლი, ჩვენ ერ­თმა­ნეთ­ში ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ­ვე გა­ვარ­კვი­ეთ…”

ამ ამ­ბის შემ­დეგ პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილ­მა და ანი სურ­მა­ვამ იქორ­წი­ნეს და ვაჟი – ნი­კო­ლო­ზი შე­ე­ძი­ნათ. იმ პე­რი­ოდ­ში, ისი­ნი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ წყვი­ლად მი­იჩ­ნე­ოდ­ნენ, იბეჭ­დე­ბო­და მათი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი შინ აკი­თხავ­დნენ რათა ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის ეპი­ზო­დე­ბი გა­და­ე­ღოთ…

პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა წარ­მა­ტე­ბით გან­ვი­თარ­და, გუ­ბერ­ნა­ტო­რო­ბის შემ­დეგ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის პოს­ტი ჩა­ა­ბა­რეს. მი­ნის­ტრის პოს­ტი პარ­ლა­მენ­ტმა შეც­ვა­ლა და ცის­კა­რიშ­ვი­ლი ახ­მე­ტის მა­ჟო­რი­ტა­რი გახ­და. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, კი რო­გორც მა­ჟო­რი­ტა­რი ახ­მე­ტა­ში და­მარ­ცხდა, თუმ­ცა პარ­ტი­უ­ლი სიით დე­პუ­ტა­ტი მა­ინც გახ­და. 2022 წლის 10 იან­ვარს აირ­ჩი­ეს “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გე­ნე­რა­ლურ მდივ­ნად, ამ პოსტზე შეც­ვა­ლა კობა ნა­ყო­ფია.

“ჰყავს მე­უღ­ლე და ერთი ვაჟი – ნი­კო­ლო­ზი. ფლობს ინ­გლი­სურ, რუ­სულ, იტა­ლი­ურ და ეს­პა­ნურ ენებს…“ – ამას ცის­კა­რიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ვი­კი­პე­დი­ა­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მა­სა­ლა­ში ამო­ი­კი­თხავთ, თუმ­ცა 2012 წლი­დან პო­ლი­ტი­კოსს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მე­უღ­ლე მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი აღარ ჰყავს.

2013 წელს, ჟურ­ნალ რე­ი­ტინ­გში გა­მოქ­ვეყ­ნდა სტატია,  რომ ათწ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს, ანა სურ­მა­ვას გა­შორ­და და სა­ცხოვ­რებ­ლად ცალ­კე გა­და­ვი­და. სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ პეტ­რეს ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ცნო­ბი­ლი მო­ქან­და­კის, კოტე მე­რა­ბიშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი, მა­რი­კა მე­რა­ბიშ­ვი­ლი იყო, რო­მელ­თა­ნაც წლე­ბის მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­დათ. მე­გობ­რე­ბის თქმით, პეტ­რე და მა­რი­კა რვა წლის მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. წყვი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის აფი­ში­რე­ბას ყო­ველ­თვის გა­ურ­ბო­და. რო­გორც მათი მე­გო­ბა­რი ამ­ბობს, დღეს ისი­ნი ცოლ-ქმა­რი არი­ან და ორი ქა­ლიშ­ვი­ლი – ალი­სა და ემი­ლი ჰყავთ.

მა­რი­კა მე­რა­ბიშ­ვი­ლი

 

პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლის პო­პუ­ლა­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად ის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე მე­დი­ას­თან არა­სო­დეს ლა­პა­რა­კობს.

მა­რი­კა მე­რა­ბიშ­ვი­ლი და რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი მომ­ღე­რა­ლი ქეთა თო­ფუ­რია წლე­ბია მე­გობ­რო­ბენ. მე­დი­ა­ში იძებ­ნე­ბა 2013 წლის სტატია,  რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ, რომ პეტ­რემ და მა­რი­კამ, ქე­თას­თან და მომ­ღერ­ლის იმ­ჟა­მინ­დელ ქმარ ლევ გე­იხ­მან­თან ერ­თად, სენ-ტრო­პე­ში და­ის­ვე­ნეს.

ნინი გიგიშვილი – ამბები.ჯი.

თეგები: პეტრე ცისკარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved