• რეკლამა
  • კონტაქტი
02:43, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს! – პეტიცია

ალია ავტორი - ალია
12:05 03-11-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
837

პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს! ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს და ევროპარლამენტს საქართველოს მოქალაქეები მიმართავენ, რუსი ოლიგარქების შემდეგ, “ქართული ოცნების” დამფუძნებელს და მისი გუნდის მაღალჩინოსნებს მძიმე ფინანსური სასჯელი დაუწესონ. 

საქართველოს მოქალაქეები, ასევე ემიგრანტები “ქართული ოცნების” პოლიტიკით შეშფოთებულები არიან და ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთთან არა მხოლოდ პოლიტიკური კავშირები, არამედ მისი სიმდიდრეც სწორედ ოკუპანტ ქვეყანასთანაა დაკავშირებული.

პეტიციის ხელმომწერები ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის დასანქცირებასაც ითხოვენ:

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოვუწოდებთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს და ევროპარლამენტარებს, დაუწესონ სანქციები რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ეხმარება რუსეთს, თავი აარიდოს პუტინის რეჟიმისთვის დაწესებულ სანქციებს და ქვეყანას რუსეთის სატელიტად ქცევის საშიშროების წინაშე აყენებს. ამის საპირისპიროდ, ქართველი ხალხი ევროპული ღირებულებების ერთგულია და ერთსულოვნად მხარს უჭერს უკრაინას.

შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურების მიერ გამოაშკარავებული პუტინის გეგმა, შეცვალოს უკრაინის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი და დააყენოს მისი მარიონეტი, ახალი არ არის. ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი და „გაზპრომის“ აქციონერი მართავს საქართველოს თავისი მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლების მეშვეობით, რომლებიც თანამდებობებს ინარჩუნებენ არჩევნების შედეგების უხეშად გაყალბებითა და პროტესტის ძალადობრივი ჩახშობით.

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა შეშფოთებულია იმით, რომ მთავრობა პუტინის დღის წესრიგს უჭერს მხარს – საზოგადოების განწყობას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მჭიდრო საქმიანი და პოლიტიკური კავშირები აქვს რუსეთთან, არის ფაქტობრივად საქართველოს ერთპიროვნული მმართველი და გადაწყვეტილებების მიმღები. ოლიგარქი ივანიშვილი არა მხოლოდ პოლიტიკურად არის დაკავშირებული რუსეთთან, არამედ მას ვალდებულებებიც აქვს რუსეთის წინაშე, ვინაიდან მთელი მისი სიმდიდრე რუსეთთანაა გადაჯაჭვული. შედეგად, არსებობს დიდი საფრთხე, რომ საქართველო უკანონო ფინანსური და ეკონომიკური ტრანსაქციების კერად იქცეს.

უკრაინის მხარდაჭერის ნაცვლად, საქართველოს ღიად პრორუსულმა მთავრობამ ღიად გადადგა ნაბიჯები პუტინის რეჟიმის მხარდასაჭერად:

·       არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს;

·       არ ჩაუკეტა ცა რუსეთის თვითმფრინავებს;

·       უკრაინელი ლტოლვილების დახმარება მან მთლიანად სამოქალაქო სექტორს და მოხალისეებს გადააბარა და ჯერჯერობით ამ კუთხით არანაირი გეგმა არა აქვს;

·       არ შემოუშვა უკრაინული თვითმფრინავი, რომელსაც ქართველი მოხალისეები უკრაინაში უნდა გადაეყვანა;

·       არ პასუხობს ქართველი მოქალაქეების ხმამაღალ მოთხოვნას, გააუქმოს ცალმხრივი უვიზო რეჟიმი რუსეთსა და საქართველოს შორის და იმოქმედოს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე; [ მთავრობა უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ ის მოქალაქეები, ვინც რუსეთიდან ადამიანების მასობრივი შემოდინების წინააღდეგია, შოვინისტია და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ეწევა. ის დაემუქრა მოქალაქეებს მოქმედი კანონის გამკაცრებით.]

·       აგრძელებს პოლიტიკურ შურისძიებას საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, უკრაინის მოქალაქეზე, ზელენსკის რეფორმების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეზე, მიხეილ სააკაშვილზე. პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარი არის არაადამიანური და ღირსებისშემლახველი მოპყრობის მსხვერპლი.

ამჟამად საქართველო არის პუტინის პლაცდარმი სანქციებისგან თავის ასარიდებლად და ფულის გასათეთრებლად.

საქართველოს მთავრობამ დაუშვა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება, რომლებიც ჩამოსვლისთანავე არეგისტრირებენ კომპანიებს. ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა რუსეთში აკრძალული ოპოზიციური ტელეარხის, „დოჟდის“ ჟურნალისტს საქართველოში შემოსვლაზე.

გაცხადდა ინფორმაცია, რომ რუსეთს სურს ქართული პროდუქციისთვის ბაზრის გახსნა. თუ საქართველოს მთავრობა ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს დიდ ზიანს მიაყენებს ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს, შელახავს ჩვენს მეგობრობას უკრაინასთან, ჩვენს სანდოობასა და ჩვენს მომავალს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვსურს შევცვალოთ საქართველოს ავტოკრატიისკენ მიმავალი გზა, ჩვენ მოვუწოდებთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს და ევროპარლამენტარებს, დაუწესონ სანქციები საქართველოს არაფორმალურ მმართველს, ოლიგარქ ივანიშვილს, რომელიც სრულად აკონტროლებს მთავრობის სამივე შტოს, ასევე მის თანამონაწილეებს, მათ შორის და არა მხოლოდ პრემიერ მინისტრს ღარიბაშვილს”- წერია პეტიციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved