ტელეკომპანია ,,ფორმულას“ დამფუძნებელმა მიშა მშვილდაძემ გადაცემაში ,,პოლიტ-ქალაქი“ თქვა, რომ სააკაშვილი პერსონალურად რთული ტიპია კოალიციისთვის :
,,ჩემი ბოლო აქტივობები იმისკენ იყო მიმართული, რომ გვემუშავა არა სააკაშვილის იმიჯის რეაბილიტაციაზე და არა იმაზე, რომ ეს უკეთესი იყო და მოდი ისევ ეს ავირჩიოთ, არამედ შეგვექმნა კოალიციური წარმონაქმნი. მიშა პერსონალურად რთული ტიპია კოალიციისთვის, ჰორიზონტალური ურთიერთობებისთვის მისი კარიერა საქართველოშიც და უკრაინაშიც ამას აჩვენებს. ძაან დიდი ბოდიში ყველასთან, მათ შორის მასთანაც, მაგრამ მიშას ასარჩევი არ არის, როგორც მოსახლეობა დაალაგებს ისე უნდა იყოს.“
კომენტარები