• რეკლამა
  • კონტაქტი
14:46, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პერფორმანსი და შარვლის ჩახდა ჰგონიათ პატრიოტიზმი და მსგავსი პროვოკაციებით იმ ვითარებასაც კი ამძიმებენ, რომელიც იქ 2008 წელს შექმნეს“ – ვატო შაქარიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:33 11-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
246
„საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ქრონოლოგიურად თუ გავყვებით, ბოლო ორ კვირაში განვითარებულ მოვლენებს, დავინახავთ, რომ სახეზეა ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი მტრის და ოკუპანტის მოკავშირის – ნაც.მოძრაობის მორიგი პროვოკაცია!
კანდიდატის სტატუსის საკითხით, ქვეყნის არევის სცენარის ჩავარდნის პარალელურად, 25 ოქტომბრიდან სათავეს იღებს ნაც.მოძრაობის ახალი პროვოკაციული კამპანია. საოკუპაციო ხაზთან, რომელიც სწორედ მათი პოლიტიკის შედეგად არის გავლებული, დაიწყეს ჩვეული პერფონმანსების მოწყობა. ავიდნენ მლეთაში, სადაც იმავე შედეგის გამოწვევა სურდათ, რაც გამოიწვიეს კირბალში, როდესაც იქ დროშის აღმართვით წლების განმავლობაში, ოკუპაციის მიუხედავად შენარჩუნებული ვითარებაც არიეს. აღნიშნული ტაძარი, ოკუპირებულ ტეროტორიაზეა, მაგრამ მეუფე ანდრიას და სამღვდელოების დამსახურებით იქ დღესასწაულებზე მაინც ახერხებდა მოსახლეობა უსაფრთხოდ შესვლას. პატრიოტიზმის სახელით, “უცნობმა ადამიანებმა” იქ ქართული დროშა განათავსეს, მაგრამ 1 საათში იქ აღარც დროშა იყო და ტაძრის კარიც აიჭედა!!!გადის გარკვეული დრო და იქ ადამიანს კლავენ…
პერფორმანსი და შარვლის ჩახდა ჰგონიათ პატრიოტიზმი და მსგავსი პროვოკაციებით იმ ვითარებასაც კი ამძიმებენ, რომელიც იქ 2008 წელს შექმნეს და მას შემდეგ ოკუპაციის პირობებში მაინც ახერხებდა ჩვენი სამღვდელოება, რომ მოევლო ხაზს იქეთ დარჩენილი ტაძრებისთვის და გარკვეული პერიოდულობით ღვთისმსახურებაც აღესრულებინა!
ე.წ. სამხრეთ ოსეთის და ზემო აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მოხაზვით თვითონ მიართვეს ოკუპანტს ახალგორი და კოდორი! ბრძოლის ველიდან სამარცხვინოდ, მიწაზე ფორთხვით გამოიქცა მთავარსარდლიდან დაწყებული მთელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა! გმირი ბიჭების ცხედრები მიატოვეს! წითელ ხიდთან და სხვა გამშვებ პუნქტებთან დოლარებით სავსე ქეისებით იდგა მთელი ნაც-ელიტა! წაგებული ომი კონცერტით იზეიმეს, სარკო-სარკოს შეძახილებით! ომიდან 3 თვეში მოღალატეობრივ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი! მთელი ქვეყნის ეკონომიკური სიმდიდრე რუსებს გადასცეს! უვიზო რეჟიმი ცალმხრივად მოუხსნეს! საოკუპაციო ხაზი მემკვიდრეობად დაგვიტოვეს და გამუდმებულ პროვოკაციებს აწყობენ დღემდე….
ქართულ პოლიტიკაში მათ არსებობას მოქვს მსხვერპლი და ტრაგედიები! შემდეგ, ამ ტრაგედიებით მანიპულირებენ, რომ რევანშის შანსები მოიპოვონ!
ეს არის ყოვლად ამორალური, უტიფარი, კოლაბორაციონისტული ძალა და ის არის ქვეყნის ყველაზე დიდი მტერი!!!“
თეგები: ვატო შაქარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved