„PCR ტესტის გარეშე სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება“, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან პისიარ ტესტის გარეშე“, – აცხადებს ღიბრაძე,
მისივე თქმით, შენარჩუნებულია ვაქცინაციაზე წახალისების პროგრამა.
„შენარჩუნდება ვაქცინაციაზე წახალისების პროგრამა. გარდა დახურულ სივრცეში და ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულებისა, ამ ეტაპზე ყველა შეზღუდვა უქმდება“, – აღნიშნა ღიბრაძემ.
შეგახსენებთ, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება.
კომენტარები