პაციენტის მონაცემების სოციალურ ქსელში არაკანონიერი გასაჯაროებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ექიმს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ტექსტის თანხლებით, ექიმს მის პირად Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშებზე განთავსებული ჰქონდა პაციენტის ფოტოსურათები ცხვირის ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ.
მიუხედავად იმისა, რომ გამოქვეყნებულ ფოტოსურათებზე პაციენტს თვალები დაფარული ჰქონდა, სახის სხვა მახასიათებლები მარტივად იძლეოდა მისი იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
კომენტარები