წმინდა სინოდის წევრი, ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგ ახვლედიანი “პირველებს“ ეუბნება, რომ პატრიარქობისთვის მოსაყდრე შიო [მუჯირი] და კიდევ ორი კანდიდატი იბრძოლებს.
ალბათ, გამოიყოფა სამი კანდიდატი, მოსაყდრე შიო და 2 სხვა იქნება. როგორც იქნება ეს ყველაფერი, ცოტა ძნელი სათქმელია, რადგან მანამდე დროც არის. კანდიდატებს ვერ გეტყვით, რა თქმა უნდა ყველა პოზიცია მეუფე შიოს აქვს, რადგან თავის სიცოცხლეში უწმინდესმა მოსაყდრედ დაასახელა, ამას ანდერძი aრ სჭირდება. ანდერძი ისედაც არ მუშაობს დღეს, უკვე სხვა საუკუნეში ვართ, ლამის ადამიანები მარსზე აპირებენ გაფრენას, ეს ძველი ხედვაა უკვე, ბიბლიური, რომ მამათმთავარი ტოვებს თავის მემკვიდრეს. კიდევ გამოიკვეთება, დრო გამოაჩენს ამ დღეებში ყველაფერს.
უკვე ბევრი რაღაცები არის დაგროვილი ეკლესიაში, გადასაწყვეტი, კანდიდატები რომ იქნებიან, ისინი წარმოდგებიან სინოდის წინაშე და თავიანთ ხედვებს წარმოადგენენ, რა უნდათ, რით დავიწყებთ, რა გაკეთდება. ახალი ნაბიჯები თუ არ გადაიდგა, მომავალი პატრიაrქისგან, ვინც იქნება და როგორიც იქნება, ყველანი უწმინდესის ჩრდილში აღმოჩნდებიან. ამბიციებიც უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამბიციები მაშინ მუSაობს, როდესაც შენ გარკვეული ძალა გყავს და უყვარხარ ადამიანებს. 30 დღეში ყველაფერს მოეფინება ნათელი, – ამბობს ცურტაველი მიტროპოლიტი.














კომენტარები