სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს კათილოკოს პატრიარქის დასაკრძალად ემზადებიან – უკვე დასრულდა საფლავის გაჭრა, რომელიც ილია მეორისთვის სამუდამო განსასვენებელი იქნება.
როგორც სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მამა გიორგი (ვაშალომიძე) მედიასთან ამბობს, ილია მეორის განსასვენებელი, ტაძარში არის წმინდათა შორის წმინდა – “ალაგი, სადაც მისი უწმინდესობა დაიკრძალება არის განსაკუთრებული სიონის საპატრიარქო ტაძარში”
ცნობილია, რომ ხვალ დაახლოებით 16:30 საათზე უნდა დაიწყოს პატრიარქის ჩასვენება სამარხში. ილია მეორის ცხედრის ტაძარში შესვენების მომენტში იგალობებენ მგალობლები. სიონის ტაძარში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შეძლებს შესვლას.
“დამთავრდა საფლავის გაჭრა. მზად არის საფლავი. მცირე დეტალები დარჩა. უკვე ხვალ სამების საკათედრო ტაძრიდან, მას შემდეგ რაც იქ დასრულდება წირვა და შემდგომ იცით, რომ მას ებმის წესის აგების მსახურება, ამის შემდგომ უკვე მის უწმინდესობის ცხედარს ჩამოაბრძანებენ და ჩამოასვენებენ სიონის საკათედრო ტაძარში.
სიონში დაკრძალულია 8 კათალიკოს პატრიარქი მეოცე საუკუნისა. ისინიდ აკრძალულნი არიან ტაძრის დარბაზად წოდებულ არეში, ხოლო უწმინდეს პატრიარქი დაიკრძალება უშუალოდ საკურთხეველთან, კანკელის ზღვარზე. თქვენ იცით, რომ ტაძარი წმინდა ადგილია, მაგრამ ამ წმინდა ადგილს შორის განსაკუთრებული სიწმინდით გამოირჩევა საკურთხეველი. ალაგი, სადაც მისი უწმინდესობა დაიკრძალება არის განსაკუთრებული სიონის საპატრიარქო ტაძარში” – ამბობს სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მამა გიორგი (ვაშალომიძე).
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.














კომენტარები