• რეკლამა
  • კონტაქტი
01:49, ხუთშაბათი, 26 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პატრიარქის დაკრძალვაზე გახარიას პარტია მთელი ფრაქციით იყო მიწვეული” – კობახიძე

ალია ავტორი - ალია
00:21 03-26-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
81

ირაკლი კობახიძე, სამების ტაძარში, პატრიარქის დაკრძალვაზე, საშვებით შესვლაზე საუბრობს და ამბობს:

რაც შეეხება დამსწრე პირთა სიას – იქ, დამსწრე ადამიანები იყვნენ  ოფიციალური თანამდებობის პირები, იყვნენ  სასულიერო პირები, სტუმრები, მათ შორის, უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები, იყვნენ დიპლომატიური კორპუსის, საზოგადოების წარმომადგენლები და ამასთან ერთად, ვიყავით ხელისუფლების წარმომადგენლები. იყო როგორც ხელისუფლება, პოზიცია, ისე ოპოზიცია, მათ შორის, მთელი ფრაქციით იყო მიწვეული იგივე ბოლოს შემოერთებული გახარიას პარტია, ანუ არავითარი პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა, ბუნებრივია, საზოგადოების წარმომადგენლების სეგრეგაცია.

რაც შეეხება საგანგებოდ კონკრეტული პირების მოწვევას, საუბარია არსებითად ოპოზიციის წარმომადგენლებზე, რომლებსაც დღეს არ აქვთ არავითარი ოფიციალური სტატუსი, ფორმალური თვალსაზრისითაც მაინცდამაინც მყარი კრიტერიუმები არ არსებობდა ამ ადამიანების მოსაწვევად, შესაბამისად, ვცდილობ, ობიექტური კრიტერიუმებით შევაფასო მათი მონაწილეობა-არ მონაწილეობის საკითხი, ეს ერთი. და მეორე – ვფიქრობ, მორალური თვალსაზრისით, ვინც ჩამოთვალეთ ამ ადამიანებს არ ჰქონდათ მაინცდამაინც მყარი უფლება, რომ ყოფილიყვნენ სამების ტაძარში და გეტყვით, რატომ ვფიქრობ ამას – კიდევ ერთხელ გავიხსენებ იმ კამპანიებს, რომლებიც წარიმართებოდა ეკლესიის და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ ამ წლების განმავლობაში. ამაში იყო ჩართული პირდაპირი, თუ ირიბი ფორმით მთელი რადიკალური ოპოზიცია. შეიძლება, ვიღაც პირდაპირ არ მონაწილეობდა თავისი უშუალო განცხადებებით ამაში, მაგრამ როდესაც ავლენ ლოიალობას კონკრეტული კამპანიებისა და იმ სუბიექტების მიმართ, რომლებიც ამ კამპანიას აწარმოებენ, ეს ხომ ნიშნავს თანამონაწილეობას. მაგალითად, შეგახსენოთ მინდა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ წარმოებული კამპანია საპატრიარქოს წინააღმდეგ – კონკრეტული წარწერა გაკეთდა საპატრიარქოს კედელზე, გამეორებასაც არ ვაკადრებ ჩემს თავს ამ ტექსტის და მთელი კამპანია აწარმოეს ამის გარშემო, სამოქალაქო აქტივისტებმა გააკეთეს ეს წარწერა საპატრიარქოზე. აჩვენებდნენ მხარდაჭერას ამ წარწერისა და ამ კამპანიის მიმართ. ასევე მინდა, შეგახსენოთ,  იგივე ტელეკომპანია როგორ აშუქებდა კონკრეტულ ყოფილ მეუფეს პეტრე ცაავას, არ ვიცი რა შეფასება შეიძლება გაკეთდეს ამ განცხადებაზე, სრული ლოიალობის და მხარდაჭერის დემონსტრირება იყო და ამის შემდეგ, ამ კატასტროფული განცხადების შემდეგ პეტრე ცაავა გახდა ამ ტელევიზიის ერთ-ერთი საყვარელი რესპონდენტი. და რა თქმა უნდა, ამის მიმართ ლოიალური იყო ყველა იმ პოლიტიკური ძალის დამოკიდებულება, რომელიც საკუთარი თავის დაკავშირებას ახდენს ამ ტელევიზიასთან. ისინი არიან ერთი ძალა და ყველანი იყვნენ ჩართულები ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში, პატრიარქის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში. ამის შემდეგ, როდესაც ისინი სინანულს გამოთქვამენ, რომ არ იყვნენ სამების ტაძარში პატრიარქის დაკრძალვის დღეს, როცა შეეძლოთ როგორც სამოქალაქო პირებს შესულიყვნენ ტაძარში, ეს არის ჩვეულებრივი ფარისევლობა. სხვა შეფასება ამას არ შეიძლება მიეცეს. არც ერთხელ არ გამიჯვნიან კონკრეტულ ტელეკომპანიას, არც ერთხელ არ გამიჯვნიან ამ კამპანიის ავტორებს და ეს კამპანია არ იყო ფრაგმენტული, ეს იყო სისტემური კამპანია,“-

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას
ახალი ამბები

სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას

11:58 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved