• რეკლამა
  • კონტაქტი
04:44, ორშაბათი, 19 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პატრიარქი საერო კანონებზე მაღლა დგას! ეს არის ვაჭრობა აღდგომის დღესასწაულამდე – მეუფე პეტრე

ალია ავტორი - ალია
21:54 04-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე (ცაავა) “2020NEWS“-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსისგან გამოწვეულმა კრიზისულმა ვითარებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, როგორ დგას საქარველოს პატრიარქი და საპატრიარქო საერო კანონებზე მაღლა.

მეუფე პეტრე: ვერ ვაღიარებ ამ ხელისუფლებას, პრინციპულად იმის ფონზე, როცა პატრიარქის ხელმძღვანელობით, ბოლო, 31 ოქტობრის სინოდის სხდომამ მამა გიოგის გათავისუფლების წერილით მიმართა  სალომე ზურაბიშვილს და ხელისუფლებამ, საპატრიარქოსთან შეთანხმებით, ამ დაფრანგულ ქალბატონს (გულისხმობს პრეზიდენტს)  საკუთარ თავზე ააღებინა პასუხისმგებლობა.

ეს ყოველივე ადასტურებს, რამდენად  ბინძურ გარიგებაშია, ციანიდის საქმიდან მოყოლებული დღემდე, ხელისუფლება და საპატრიარქო.

მათი ჩრდილოვანი, არაჯანსაღი ურთიერთობისა და კულუარული შეთანხმებების საკითხზე პროგნოზსს ვერ გავაკეთებ, თუმცა კარგს არაფერს ველოდები.

-მეუფე პეტრე, იმ პირობებში, როცა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო  მდგომარეობა, საყოველთაო  კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს, უნდა შეიკრიბოს თუ არა ხალხი ეკლესიაში აღდგომის ღამეს?

-ჩემი პოზიცია არის სახარებისეული. ღმერთი არის სული და თაყვანისცემა ღვთისა სულისა და ჭეშმარიტებით უნდა იყოს გამოხატული, ანუ ადამიანი თავის გულში უნდა იყოს მატარებელი ღვთისა და ღვთიური მადლისა. ეს მადლის მოხვეჭა და ღვთის დიდება, რა თქმა  უნდა,  შესაძლებელია  სახლიდან. უამრავი   შეთხვევა  გვაქვს  ბიბლიაში,  სადაც წერია,  რომ  სიფრთხილე  აუცილებელია

აქ რასაც ვხედავთ, რომ ხდება, პირადად მე პატრიარქსა და დღევანდელი საპატრიარქოს პოზიციას პოლიტიკურ გადაწვეტილებად შევაფასებდი.  ვფიქრობ,  ეს არის ვაჭრობა აღდგომის დღესასწაულამდე.

–რას გულისხმობთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში?

-პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ვგულისხმობ იმ განცხადებებსა და პოზიციას, რაც დღემდე საპატრიარქოს ბოლომდე გაურკვევლი აქვს. ასეთი პოზიციით მრევლის ძალიან დიდი ნაწილი დაბნეული და გაურკვევლობაშია.

–კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კონსტანტინოპოლის საბერძნეთის, რუსეთისდა სხვა ქვეყნების ეკლესიებში ღვთისმსახურება შეზღუდეს და საეკლესიო რიტუალის შესრულების კუთხით, მკაცრი ზომები დააწესეს. რატომ არ მიმართავს საქართველოს ეკლესია იგივე ზომებს?

-საქართველოს ეკლესია დღევანდელი მისი წინამძღოლის სახით, ყველაფერს ჩამორჩა. საქართველოს ეკლესიაში ყველაზე გვიან შეიკრიბა სინოდი და დღემდე აქვს დაფიქსირებული  ისეთი პოზიცია, რომელიც კორექტირებას, ფაქტობრივად, ყოველდღიურად საჭიროებს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია,  წინდახედულობას ვერ იჩენს ან რეალობას ჩამორჩა, რაც სამწუხარო და გამოსასწორებელია.

–როგორ გესახებათ ამ რეალობის გამოსწორება?

-ამ ეტაპზე ვითარების გამოსწორება მესახება 2019 წლის 31 ოქტომბერის სინოდის სხდომის გაგრძელებით. დღემდე ვარ მზად, კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ ჩემი ბრალდება რჯულის უზენაესობით დავამტკიცო. პატრიარქი დადგა საეკლესო კანონებზე მაღლა, მაშინ, როცა მოსაყდრე უკანონოდ დაასახელა.

ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ პატრიარქი და საპატრიარქო საერო კანონებზე მაღლა დგას. ეს მაშინ, როცა დებულების თანახმად, საეკლესიო კანონები წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს სახელმწიფოს გადაწვეტილებებთან. თუ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს გადაწვეტილებები ღვთის ღინააღმდეგ  არ არის მიმართული.

ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ საგანგებო მდგომარეობაში მიღებული კანონები არის არამართლმადიდებლური. როდესაც ეკლესია კანონებს არ ეთანხმება და ძალის დემონსტირებას ეწევა მისი რადიკალური მიმდვრების სახით, ეს პოლიტიკაა და არა ქრისტიანობა.

2020NEWVS

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved