• რეკლამა
  • კონტაქტი
01:42, სამშაბათი, 10 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,პატრიარქი, რომელიც მიეცა უზომო ფარაონულ სატანურ დიდებას, ფუფუნებას” – რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ალია ავტორი - ალია
18:56 01-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
147

ბასილ კობახიძე:

,,დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფეისბუკმა დაბლოკა, ამიტომ მე ვდებ მის სტატუსს: ”გუშინ კიდევ ერთხელ იზეიმა ერმა და ბერმა კულტად ქცეული პატრიარქ ილია მეორის შობის დღე (უზუსტესად უწოდა გუშინ შალვა ნათელაშვილმა “სამთავრობო პატრიარქი”), პირფერობა-ვაზელინობაში ერთმანეთს ეჯიბრებოდა ბევრი, განსაკუთრებით ხელისუფალნი და მღვდელმთავარნი, მაგრამ:
პატრიარქი, რომელიც დანიშნა საბჭოთა ათეისტურმა სისხლიანმა, კოლონიალისტურმა, კომუნისტურმა ხელისუფლებამ;
პატრიარქი, რომელმაც აკურთხა და განადიდა ძმათა მკვლელი ომის გამჩაღებელი და ეროვნული ხელისუფლების დამამხობელი ჯაბა იოსელიანი და სხვა პუტჩისტები, თავისთავად მისი გამპატრიარქებელი შევარდნაძე;
პატრიარქი, რომელიც ზ. გამსახურდიას დიდი თხოვნის მიუხედავად, არ მივიდა 1991 წლის 9 აპრილს უზენაეს საბჭოს სხდომაზე, სადაც უნდა გამოცხადებულიყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, რომელსაც ნატრობდა თავისუფლების მოყვარე ქართველი ერი 70 წლის მანძილზე და თაობები შეეწირნენ ამ ბრძოლას, ხოლო ილია მეორემ სხდომაზე მისვლა და აქტზე ხელის მოწერა არ ინება, ანუ გაემიჯნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას, რომელიც არ იყო ნებადართული საბჭოთა მოსკოვის მიერ;
პატრიარქი, რომელიც არ მივიდა 1991 წლის ძმათამკვლელი ომის დროს 22 დეკემბერ-6 იანვარის შუალედში მთავრობის სასახლეში ზვიად გამსახურდიას არაერთგზისი თხოვნის და მუდარის მიუხედავად, იმიზეზებდა მოგონილ ავადმყოფობას და არ ინება მისვლა. და განა სულაც რომ მართლა ავად ყოფილიყო, არ უნდა წამომდგარიყო საწოლიდან?! თუ გვერდები გაუცივდებოდა და დეკემბრის ცივი ნიავი მის ფერ-ხორცს ავნებდა?! მაგრამ პუტჩის ერთერთი მთავარი გულშემატკივარი და კულისებიდან დირიჟორი რას მივიდოდა პუტჩის ჩასაშლელად?! განა თავად არ აღიარებს ცნობილ ვიდეო მიმართვაში, რომ ჯაბას “დიდი საქმეები” უნდა აღესრულებინა და ჯაბა მას უჯერებდა?! მაგრამ მოკლე მეხსიერების და უვიც ხალხს ეს არ ახსოვს, უფრო სწორად არ უნდათ ახსოვდეთ.
პატრიარქი, რომელმაც არ უჭირისუფლა მისი უახლოესი პირების მიერ (იოსელიანი, შევარდნაძე და სხვა) მოკლულ ზვიად გამსახურდიას ცხედარს 1994 წელს, არ გადაუხადა პანაშვიდი, არ დაასვენა ეკლესიაში, საქართველოდან გროზნოში გადასვენებულ ცხედართან არც თავად წავიდა და არც ოფიციალურად არავინ გააგზავნა (გროზნოში ზვიადის გასაპატიოსნებლად თვითნებურად ჩავიდნენ იმ დროს უკვე მღვდელმოქმედებაშეჩერებული და ზვიადისტობის გამო საქართველოდან განდევნილი მთავარეპისკოპისი ამბროსი ქათამაძე და თბილისიდან მღვდ. კონსტ. კოღუაშვილი, რომელიც ამის გამო აითვალწუნა პატრიარქმა და ისე გარდაიცვალა დიდი ხნის შემდგომ ხანდაზმული, რომ არანაირი საეკლესიო ჯილდო (დეკანოზობა და სხვა) არ აღირსა ათწლეულების მანძილზე და ამ რამდენიმე წლის უკან მღვდელმონაზნის ხარისხში აღესრულა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ბერად აღკვეცილი, თითქმის სამი ათეული წლის მღვდლობის სტაჟის მქონე პიროვნება);
პატრიარქი, რომელიც არასოდეს არ იმაღლებს ხმას სხვადასხვა მოქმედ ხელისუფლებათა უკანონო და ანტიადამიანურ ქმედებებზე, და მუდამ მოქმედი ხელისუფლებებთან შეხმატკბილებულია ამორალურ ალიანსში, საკუთარი ფუფუნების და ძალაუფლების გაძლიერების მიზანდასახულობით;
პატრიარქი,რომელიც მიეცა უზომო ფარაონულ სატანურ დიდებას, ფუფუნებას, მეშჩანიზმს, ქვეყანაში სადაც ბავშვები და მოხუცები შიმშილით იხოცებიან, აგროვებს მილიონებს და ანტიკვარიატს;
პატრიარქი რომელმაც აავსო საქართველოს ეკლესია გარყვნილი, ნარკომანი, უწიგნური და ფანატიკოსი სამღვდელოებით და ბერ-მონაზვნებით;
პატრიარქი, რომელიც ხელს აფარებს და უწყობს პედოფილიას და სექსუალურ ძალადობებს ეკლესიაში, ხოლო მსხვერპლ მომჩივნებს აიძულებს გაჩუმებას შენდობა-პატიების ქრისტიანული ლოზუნგებით (“რატომღაც” ეს შენდობა-პატიება პირადი კრიტიკოსების და მამხილებლების მიმართ არასოდეს გამოუვლენია, მაშინ ახსენდება ხოლმე საეკლესიო კანონები შურის საძიებლად);
პატრიარქი, რომელმაც არაფერი გააკეთა მღვდელ-მონაზონ თეოდორე ჩიხლაძის სიცოცხლის გადასარჩენად, არ მივიდა ციხეში თავისი ყოფილი ფავორიტი მღვდლის, დეკ. გიორგი მამალაძის მოსანახულებლად; არც მისი გათავისუფლებისთვის ხმას არ იღებს;
პატრიარქი, რომლის კარი ღია მხოლოდ “მაღალი საზოგადოებისათვის”, უფრო ზუსტად ბობოლებისთვის, ხოლო უბრალო და ჩვეულებრივი ადამიანებისთვის 1990-იანი წლების შემდგომ მასთან მისვლა და საუბარი ფაქტობრივად აკრძალულია და ეს ჩვეულებრივი რამ ჰგონია დაზომბირებულ ერს;
პატრიარქი, რომელმაც თავისი პასიურობით და მეზღაპრეობით ხელი შეუწყო ანტივაქსერობას და 14 000 აუცრელი ქართველის სიკვდილს, და ერის 65 პროცენტი ჯიუტად არ იცრება.
პატრიარქი, რომელმაც თავისი პატრიარქობის ჟამს ქართული ეკლესიაში არნახულად ააღორძინა რუსული პრავასლავნიკური კრემლისტური იდეოლოგია, მღვდლებისა და ეპისკოპოსების მიერ ამბიონებიდან დაუფარავად იქადაგება რუსეთის და პუტინის ქება-დიდება, დღეს რუსი წმინდანები (სერაფიმე საროველი, იმპერატორი ნიკოლოზ მეორე ოჯახით, მატრონა, ქსენია, პელაგია …) უფრო მშობლიური გახდა ჩვენი ზომბირებული მრევლისათვის ვიდრე ისტორიული ქართველი დიდი წმინდანები, რომელთა სოლიდური ნაწილი არც კი იცის ქართველი მრევლის სრულმა უმრავლესობამ, მაგალითად გამოკითხეთ თუ იციან წმ. გობრონი, წმ. ევსტათი მცხეთელი, წმ. ილარიონ ქართველი, წმ. პროხორე ქართველი და ა.შ. იციან კი არა, არც კი გაუგონიათ. მატრონიზირებულ-პელაგიზირებული ჩვენი გამოთაყვანებული მრევლი იმეორებს ათას რუსულ ზღაპარს, რომელიც უხვად მიეწოდებათ საეკლესიო ჟურნალ-გაზეთებიდან, ინტერნეტ პორტალებიდან, ბროშურებიდან და სისხლიანი რუსი დიქტატორი, ათიათასობით ეკლესია-მონასტერთა მნგრეველი და ათასობის სამღვდელოს დამხვრეტი სტალინი კი წმინდანი ჰგონიათ, კრემლისტური რუსეთი მართლმადიდებლობის გადამრჩენი, ხოლო დემოკრატიული ცივილიზაციური სამყარი კი დემონური. ეს იწვევს რუსული იმპერიალისტური იდეოლოგიური გავლენების არნახულ ზრდას საქართველოში და ცივილიზაციის კრახს.
ისე დააჩლუნგეს ერის უმრავლესობა, რომ გულწრფელად სჯერათ რომ მთელი მსოფლიოში ყველაზე ბრძენი და ჭეშმარიტი მართლმადიდებელი პატრიარქი ილია მეორეა, პატრიარი რომელიც სიონის საკურთხეველში აზიარებდა არამართლმადიდებლებს, ანუ საეკლესიო ტერმინოლოგიით ერეტიკოსებს, არაერთხელ უქადაგია ერესები ანუ მწვალებლობები, პრაქტიკულად გააუქმა ეკლესიაში დიდი სჯულისკანონი და არ დარჩა საეკლესიო კანონი რომელიც მას არ დაურღვევია, მაგალითად, აგერ განვლილ 2021 წელსაც, 2019 წლის მსგავსად არ მოიწვია სინოდის მეორე კანონიკურად სავალდებულო სხდომა, რითაც დაარღვია საეკლესიო კანონები: მოციქულთა 37-ე, ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მე-5, ანტიოქიის მე-20, ქალკედონის მეოთხე მსოფ. კრების მე-19 და საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მეორე თავის მეორე მუხლი: “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს იწვევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (ან მისი მოსაყდრე) საჭიროების მიხედვით, წელიწადში არანაკლებ ორჯერ და თავმჯდომარეობს მას.”
ილია მეორის კერპის მადიდედბლები რომ აღტაცებულნი გაიძახიან, ერი რმენისკენ მოაბრუნა და უამრავი ტაძარი აგვიშენაო, დიდი სიყალბეა, რადგან ერი ეკლესიისკენ ზვიად გამსახურდიას და სხვა დისიდენტების აქტიური მოძრაობით მოტრიალდა ეკლესიისკენ 1970-იანი წლების ბოლოდან და 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, თავად ილია მეორის ავტორიტეტიც მათ შექმნეს მაშინდელ საქართველოში, თორემ საბჭოთა ადამიანების 99 პროცენტი პატრიარქს და მღვდელს ვერ ასხვავებდა ერთმანეთისგან და არც იცოდნენ რას ნიშნავდა სიტყვა პატრიარქი და ვინ იყო იგი. ხოლო ეკლესია-ტაძრები მორწუნე ხალხის და სახელმწიფოს შეწირულობებით აღდგა, არცერთი კაპიკი საპატრიარქოს თავისი შემოსავლებიდან არ დაუხარჯავს ეკლესია-მონასტრების რესტავრაციაზე და მშენებლობებზე, პირიქით კი ხდება: მოქმედი ეკლესია-მონასტრები საპატრიარქოსათვის ფულის საკეთებელ სტანოკებადაა ქცეული, რომელი ფულიც საპატრიარქოს ჩინოსნების და ილია მეორის შავ ხვრელად ქცეულ უძირო ჯიბეებში მიდის და მომკითხავი არავინ არაა.
აი, ამ სისხლიან, უსჯულო, ანგარ და ფარისეველ ცრუ პატრიარქს 44 წელია გუნდრუკს უკმევს ჩვენი საცოდავი ერი და შედეგიც პირდაპირ პროპორციულად ეტყობა საქართველოს…
დეკანოზი ილია ჭიღლაძე
5.01.2022”

თეგები: დეკანოზი ილია ჭიღლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025

ბიზნესი

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართა

16:31 06-09-2025
ძლიერი ზრდა და გარკვეულწილად მომატებული ინფლაცია – თიბისი ბანკი
ახალი ამბები

ძლიერი ზრდა და გარკვეულწილად მომატებული ინფლაცია – თიბისი ბანკი

13:53 06-09-2025
აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?
ახალი ამბები

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?

20:45 06-06-2025
ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა

19:07 06-06-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved