• რეკლამა
  • კონტაქტი
00:39, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პატივცემული ნიკა, თქვენთვის რამოდენიმეჯერ მომიყენებია შეურაცხყოფა, მაგრამ…” – გრიგოლ ონიანი ნიკა გვარამიას ქცევას ბრძოლის ნათელ მაგალითად აფასებს

ალია ავტორი - ალია
16:09 06-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
846

სტალინისტი, გრიგოლ ონიანი, ნიკა გვარამიას მიერ, ციხესთან მისვლას ეხმაურება და წერს:

პატივცემულო ნიკა (გვარამია)
თქვენთვის რამოდენიმეჯერ მომიყენებია ტელეეკრანიდან შეურაცხყოფა, მაგრამ არცერთხელ ჩემთვის უდიერად არ გიპასუხიათ. ალბათ ჩემს ასაკს სცემდით პატივს.
კარგად არ ვიცნობ თქვენს საპროკურორო თუ საზოგადოებრივ საქმიანობას, მაგრამ თქვენს მიერ ეკრანებზე გამოთქმულ მოსაზრებები თუ ქმედებები მაღიზიანებდა და ხდებოდა ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ. თქვენს მიმართ გამოთქმულ ჩემს მოსაზრებებს უკან არ ვიბრუნებ და ბოდიშს არ გიხდით, მაგრამ მე არ ვიქნებიდი მე, რომ თქვენს მიერ ხუთსიტყვიან წინადადებაში არ ამომეკითხა ის პასუხისმგებლობა, რაც ყველა ადამიანს და მითუმეტეს სამართლის უაღრესად კარგ მცოდნეს (ნ. გვარამიას) სამართალს სამართლის უზენაესობით არ მიდგომოდა და კანონმორჩილი არ გამხდარიყო. თქვენი ფეხით საპატიმროს კარებთან მისვლა არ იყო თეატრალიზებული სცენა, რომელსაც ზოგიერთი ადამიანი თქვენ მოგაწერთ. გამოსცადოს ვინმემ თუნდაც 24 საათით თეატრალიზებულად შევიდეს საკანში იქ, სადაც საკმარისი დროის განმავლობაში იჯდა ყოფილი გენერალური პროკურორი და ერთხელაც არ უთხოვია შეწყალება და არც განაჩენის გასაჩივრება.
ეს არის მიზნის მიღწევისათვის ბრძოლის ნათელი მაგალითი.
ბატონო ნიკა, „ქათმობიდან“ ბედაურს გადააჯექით და შესძახეთ:
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
გრიგოლ ონიანი

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ნიკა გვარამიას პატიმრობა მოითხოვა პროკურატურამ, მოტივით, რომ არ გადაიხადა გირაო, განსხვავებით რიგი პოლიტიკოსები, რომლებმაც გადაიხადეს გირაო, ნიკა გვარამია რუსთავის ციხესთან მივიდა, რათა ციხეში შეეყვანათ. მას მოუწია პატრულში დარეკვა და რამდენიმესაათიანი ლოდინი, სანამ ხელბორკილს დაადებდნენ ციხესთან მისულს და შეიყვანდნენ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved