• რეკლამა
  • კონტაქტი
05:42, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სიკვდილის უფლება პატიმარს – რას აცხადებს პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე

ალია ავტორი - ალია
10:23 04-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
537

ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში გარდაცვლილ პატიმართან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ სამინისტრომ იცოდა, რომ პატიმარს ჰქონდა თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, იცოდა, რომ სჭირდებოდა დიალეზი, ასევე ჰქონდა სხვა დაავადებებიც, იცოდა, რომ შიმშილობდა, თუმცა, აცხადებს, რომ არ იცოდა შიმშილობის მიზეზი. პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ პატიმარი, რომელიც შიმშილობდა, არ აცხადებდა შიმშილობის მიზეზს. პენიტენციური სამსახური არ აკონკრეტებს, პატიმარს, რომელმაც შიმშილობა დაიწყო და შიმშილობის მიზეზი, თურმე, არც კი განაცხადა, გაუწია, თუ არა ფსიქოლოგის დახმარება.

პენიტენციურის მტკიცებით, პატიმარი, რომელიც იცოდა, რამდენი მძიმე დაავადების მატარებელი იყო, პატიმარი, რომელიც იცოდა, რომ შიმშილობდა, ასევე, უარს აცხადებდა იმ სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, ამბობს, რომ ვერ დააძალებდა ამ სამედიცინო მომსახურების მიღებას.

ჩაუტარდა, თუ არა, კვებასა და მედიკამენტებზე (რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო) უარის თქმის შემდეგ, პატიმარს ფსიქოლოგიური შემოწმება უცნობია. 

უწყების ცნობით, პენიტენციურმა სისტემამ იცოდა, რომ შესაძლებელი იყო პატიმარი გარდაცვლილიყო და ამაზე აქტიც კი შედგა. 

 

“სპეციალური პენიტენციური სამსახურის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლებისას მსჯავრდებულს ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება, რომლის თანახმადაც გაირკვა, რომ მას ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დიაგნოსტირებული ჰქონდა თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და იტარებდა ჰემოდიალიზს. ასევე, ჰქონდა სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული დაავადება და იტარებდა მედიკამენტოზურ მკურნალობას.

2024 წლის 3 აპრილს მსჯავრდებულმა განაცხადა უარი სამედიცინო მომსახურებაზე და გამოაცხადა შიმშილობა. შიმშილობის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია. 2024 წლის 5 აპრილს მსჯავრდებულს კვლავ უწევდა სამედიცინო პროცედურებზე გაყვანა, თუმცა ამ უკანასკნელმა კვლავ განაცხადა უარი სამედიცინო მომსახურებაზე, რის შემდგომაც, სამწუხაროდ, მსჯავრდებული გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მყისიერად მოხდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმირება.

მსჯავრდებულის გარდაცვალების შესახებ ,,პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად, ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარიან პაციენტს უფლება აქვს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, აგრეთვე შეწყვიტოს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგების შესახებ პაციენტი ამომწურავად უნდა იყოს ინფორმირებული.

მსჯავრდებული სამედიცინო პერსონალის მიერ არაერთხელ იქნა გაფრთხილებული შესაძლო ჯანმრთელობის გაუარესებასთან (მათ შორის ლეტალობასთან) დაკავშირებით, რის შესახებაც შედგა აქტი.

გავრცელებული ინფორმაცია მსჯავრდებულის დასჯის მიზნით სამარტოო საკანში ე.წ. ,,კარცერში“ გადაყვანასთან დაკავშირებით არ შეესაბამება რეალობას.

 

ცნობისთვის, მედიაში გუშინ, 8 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში 44 წლის პატიმარი, დემნა გაბელია გარდაიცვალა. ოჯახის ცნობით, მას ბადრაგთან შელაპარაკება მოუვიდა, დასჯის მიზნით პატიმარი ციხის ადმინისტრაციამ კარცერში გადაიყვანა. ნათესავები ამბობენ, რომ პატიმარი საავადმყოფოში დიალიზის პროცედურის ჩასატარებლად 10 დღე მერე, მას შემდეგ გადაიყვანეს რაც, მისი მდგომარეობა დამძიმდა. ნათესავების თქმით, იმის გამო, რომ მისი გადაყვანა კლინიკაში დაგვიანდა, კაცს სეფსისი განუვითარდა.

“სამხარაულის ექსპერტმა დადო დასკვნა, რომ ეს არის გვიან შემოყვანილი, გარდაცვლილია ციხეში. ეს ვიცი მარტო, რომ დიალეზი სჭირდებოდა, ძალიან ჯანმრთელი ბიჭი, მოვლილი, მოწესრიგებული  ვინც არ უნდა იყოს, უპატრონოც რომ იყოს, პატიმარი როგორ უნდა მოუკვდეს ციხის უფროსს, დიალიზი სჭირდება და არ გაიყვანონ და მოკვდეს, ეს მაინტერესებს, ამის პასუხი”, – ამბობს ნათესავი.

შეგახსენებთ, ქუთაისის ციხეში მყოფი პატიმრები წლებია წერენ მედიას, რომ სასჯელს არადამანიაური მოპყრობის პირობებში იხდიან. ბოლო წლების მანძილზე, “ალიამაც” მიიღო რამდენიმე წერილი ამ დაწესებულებიდან. 

23 მარტს იგივე დაწესებულებიდან, მედიაში კიდევ ერთი წერილი გავრცელდა:

მოგმართავთ, რომ ნომერ მეორე პენიტენციური დაწესებულებაში არის მძიმე, გაუსაძლისი მდგომარეობა. ამ კონკრეტული განცხადების დაწერა გადამაწყვეტინა N2 პენიტენიცური დაწესებულების დირექტორის მუქარამ, რომ თუ ამ დაწესებულებაში არსებულ პირობებზე გავამხვილებდი ყურადღებას, ჩამიყვანდა დეესკალაციის ოთახში. აქვე, აღვნიშნავ, რომ ამ განცხადების დაწერამდე არაერთხელ მივმართე N2 დაწესებულების დირექციას, რომ დამხმარებოდა და მიეღოთ შესაბამისი ზომები, მოეხდინათ რაიმე სახის რეაგირება. N 2 დაწესებულებაში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არის მძიმე. საშხაპეში ყოველ ჯერზე შედის 80 პატიმარი, ბანაობა კვირაში ორჯერაა, აბაზანას არ აქვს ვენტილაცია, არ ნიავდება, არ სუფთავდება და არის სულ სიბინძურე. არსებული ანტისანიტარიის გამო უკვე 6 თვეა აბაზანით არ მისარგებლია. საკანში მადუღარით ვაცხელებ წყალს და საკანში ვბანაობ. 

რაც შეეხება კვებას, საქართველოს სურსათის უვნებლობის სამსახურს ვთხოვ, შეამოწმეთ საკვები, მომზადების ჰიგიენა და პროდუქტების ვადები ვინაიდან, როდესაც სართულზე საკვები ამოაქვთ, აქვს საშინელი, გაუსაძლისი, ცუდი, უსიამოვნო სუნი, რაც გამოწვეულია საკვები პროდუქტების ვადაგასულობისა და და არაჰიგიენური მოზადების გამო. საკვებად ვიღებდი მხოლოდ პურს, რასაც უკვე 3 დღეა აღარ ვიღებ და ვშიმშილობ, – ნათქვამია პატიმრის წერილში. 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved