მონუმენტთან ,,საქართველოს მატიანე” აქციაზე დაკავებულების მხარდასაჭერად აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები, ასევე, პატიმრობიდან გათავისუფლებული ნიკა კაცია და ექიმი გიორგი ახობაძე.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერები, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. მათ მონუმენტთან
სიმბოლურად საქართველოს დროშა გაშალეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, აქციაზე დაკავებული მოქალაქეები სწორედ საქართველოს მომავლისთვის იბრძვიან.














კომენტარები