პარტია „საქართველოსთვის“ დღევანდელი მდგომარეობით დაემსგავსა პანელზე მდგარ მეძავს, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოხსნა და წინასწარ გადაიხადა 4 წლის, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრმა ოთარ ქადარიამ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
“ძალიან გულდასაწყვეტია, გულწრფელად მენანებით,პარტია „საქართველოსთვის“ დღევანდელი მდგომარეობით დაემსგავსა პანელზე მდგარ მეძავს, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოხსნა და წინასწარ გადაიხადა 4 წლის, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრმა ოთარ ქადარიამ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
ოთარ ქადარიამ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატს გიგა ფარულავას ის წლები შეახსენა, როდესაც ის ჯერ კიდევ “ქართულ ოცნებას” წარმოადგენდა და ენმ-ს წინააღმდეგ მათთან ერთად იბრძოდა.
“მთელი ცხრა წლის განმავლობაში ვებრძოდით იმ პარტიას, რომელიც გახსოვთ თქვენ და არ მოვყვები თავიდან. ამ პარტიასთან გარიგება და თანამშრომლობის შემოთავაზება თქვენგან, იყო ძალიან შეურაცხმყოფელი. როგორც ჩემთვის ასევე მთლიანი გუნდისთვის. ძალიან კარგად ვიცით, რაც ხდება წალენჯიხის მაგალითზე, ჩხოროწყუს მაგალითზე, პოლიტიკური პორნოგრაფია რასაც ჰქვია, რაც თქვენ ამომრჩეველს შესთავაზეთ. თქვენი ამომრჩეველი არის “ქართული ოცნების” ყოფილი ამომრჩეველი, რომლებმაც თქვენ ნდობმა გამოგიცხადეს, იმ იმედით, რომ თქვენ თქვენს გზას აირჩევდეთ.
მე მინდა ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით ვთქვა, ძალიან გულდასაწყვეტია, გულწრფელად მენანებით, პარტია “საქართველოსთვის” დღევანდელი მდგომარეობით დაემსგავსა პანელზე მდგარ მეძავს, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოხსნა და ოთხი წლის გადაუხადა”, – განაცხადა ოთარ ქადარიამ.
კომენტარები