მმართველი პარტია მზადაა ნიკანორ მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნას. ამ საკითხს საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. დასკვნას კი პარლამენტს პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენენ.
სხდომას დაესწრება საქართველოს გენერალური პროკურატურის, საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი.
როგორც ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, სხდომაზე მისი ადვოკატებიც მივლენ. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე კვლავ დარწმუნებულია, რომ მას ვერ დაიჭერენ.
კომენტარები