• რეკლამა
  • კონტაქტი
17:49, კვირა, 11 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ

ალია ავტორი - ალია
13:50 02-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ვიდრე დეპუტატები 22 თებერვალს, პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს, დღეს საქართველოს პარლამენტში ბოლო საკომიტეტო მოსმენების მიმდინარეობს.

რამდენიმე წუთის წინ დაიწყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამა 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განხილვა იგეგმება.

დეპუტატები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს, ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ.

მოგვიანებით, 17:00 საათზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივი სხდომაა დანიშნული. ამ სხდომის დღის წესრიგში ასევე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის მისაღებად წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვაა. სხდომაზე წარდგებიან თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ჯუანშერ ბურჭულაძე, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი თეა ახვლედიანი და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved