პარლამენტში ვითარება დაძაბულია. უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად არაერთხელ დაუპირისპირდნენ.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს გიორგი ვაშაძეს პიჯაკი შემოახიეს. როგორც თავად აცხადებს, მას უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე დაუპირისპირდა.
“ვიქტორ ჯაფარიძე გადმოვიდა ფიზიკურ დაპირისპირებაზე, იგინებოდა ვუთხარი, რომ გაჩერებულიყო,” – განაცხადა ვაშაძემ.
კომენტარები