• რეკლამა
  • კონტაქტი
00:21, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა წალკაში, „ქართული ოცნების“ წალკის მერობის კანდიდატის ილია საბაძის წარდგენაზე

ალია ავტორი - ალია
12:41 08-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა –  დღე, როდესაც ჩვენმა შინდისელმა გმირებმა თავი შესწირეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მომავალს.  არ დაგიმალავთ, პირველად ვიმყოფები წალკაში, პირველად ვესტუმრე ამ მხარეს. მეგონა, მთელი საქართველო მქონდა ნანახი და რაღა გამაკვირვებდა, თუმცა, გაკვირვებული დავრჩი ამ სილამაზით.  კანიონი, რომელიც უნიკალურია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კანიონია ევროპაში და რაც ყველაზე მთავარია, იქ ხორციელდება  ერთ-ერთი ყველაზე  მასშტაბური,  უპრეცენდენტო პროექტი და ინვესტიცია, რომლის მსგავსი ამ მხარეში  ჯერ არ განხორციელებულა.  საუბარია ქართულ-ებრაულ ინვესტიციაზე, რომელიც შექმნის სამაგალითო, მსოფლიო სტანდარტების ტურისტულ ინფრასტრუქტურას.  მნიშვნელოვანია, რომ იგი  გამოვიყენოთ შიდა ტურიზმისთვის. საქართველოს მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა ნახონ ეს სილამაზე, თუ რამდენად მდიდარია ჩვენი ქვეყანა თავისი მრავალფეროვნებით და ამ მხრივ წალკა ერთ-ერთი გამორჩეულია.

 შიდა ტურიზმი და გარე ტურიზმი, არის და იქნება მთავრობის პრიორიტეტი და შედეგსაც მალე ნახავს ადგილობრივი მოსახლეობა. მრავალფეროვნება ვახსენე და არ შემიძლია, არ აღვნიშნო ეთნიკური მრავალფეროვნებით მდიდარი ეს მხარე,  გამორჩეულად  შრომისმოყვარე ხალხი, გზად მოვდიოდი და ვნახე, როგორ არის დამუშავებული თითო გოჯი მიწა, ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი და მოსავლიანი. აქ წარმოებული პროდუქცია საუკეთესოა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ექსპორტზეც საკმაო რაოდენობით გადის. ეს სამაგალითო უნდა გახდეს სხვა რეგიონებისთვის, თუ როგორ უნდა იშრომო, როგორ უნდა შექმნა დოვლათი ოჯახისთვის, ქვეყნისთვის და შექმნა ხარისხიანი პროდუქცია.

ჩვენი ქვეყანა არ არის დიდი ტერიტორიებით, თუმცა, რასაც ქმნის ეს მხარე, გამოირჩევა საუკეთესო ხარისხით. წალკაში სოფლის მეურნეობის ბევრი საინტერესო ინიციატივა და  პროექტი განხორციელდა, რაც ეტყობა  მხარეს, თუმცა, მჯერა, რომ ბევრი სხვა იდეა არსებობს და პირველ რიგში, ეს არის აქ, ამ მოსახლეობის გამოცდილებიდან, მათი ცხოვრებიდან და იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელსაც ისინი აწყდებიან.  ახალგაზრდები – ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ახალი მერისთვის, ახალი საკრებულოსთვის, რომ მოუსმინოს ადგილობრივებს, ბოლომდე იყოს ჩართული იმ გამოწვევებთან ბრძოლაში, რომელსაც მოსახლეობა აწყდება, ზოგჯერ,  ყოველდღიურად.

ჟინი, რომელიც ადგილობრივებს აქვთ, მთავარია იმისთვის, რომ მაქსიმალურად მეტი კეთილდღეობა მოვუტანოთ ჩვენს ოჯახებს, ამ მხარეს და მთლიანად, საქართველოს.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შემდეგი ვიზიტისას და გპირდებით, რომ ხშირად ვივლი, ჩვენ ვნახავთ კიდევ უფრო სამაგალითო წალკას სხვა კუთხეებისთვის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved