• რეკლამა
  • კონტაქტი
21:16, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

პარლამენტის შენობის ერთ კორპუსზე სართულის დაშენებას გეგმავენ

ალია ავტორი - ალია
01:54 10-25-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
804

თბილისში, პარლამენტის შენობაზე სართულის დაშენებას გეგმავენ. კერძოდ, საუბარია საკანონმდებლო ორგანოს შენობის „C“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების მე-3 სართულის აივნებზე, ასევე ცენტრალური ფლიგელის მე-7 სართულზე დაგეგმილია თითო სართულის დაშენება [მსუბუქი კონსტრუქციით]. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ექსპერტიზის დასკვნით, მე-7 სართულზე დაშენება არარეკომენდებულია.

რაც შეეხება მე-3 სართულის აივნებს, დაშენება შესაძლებელია, თუმცა, შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში.

პარლამენტის აპარატმა „С“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გაძლიერების სამუშაოების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 360 ათასი ლარია.

ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 30 ოქტომბერს დაიწყება და 2 ნოემბერს დასრულდება. პირობის მიხედვით, დოკუმენტაცია „უნდა მომზადდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან [ხოლო იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულება ვერ გაფორმდება 2022 წლის პირველ იანვრამდე, მაშინ ხელშეკრულების გაფორმებიდან და მისი ძალაში შესვლიდან] არაუგვიანეს 120 დღის ვადაში.“

ექსპერტიზის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ მე-7 სართულზე დაშენება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ცენტრალური ფლიგელი შესაბამისად გამაგრდება. ასეთი გამაგრების სამუშაოების ხარჯი კი, გადააჭარბებს ახალი შენობის აშენებისთვის საჭირო თანხას. ამიტომ, გამაგრება-დაშენება ამ შემთხვევაში არარენტაბელურია.

შესაბამისი ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა ტენდერში გამარჯვებულმა შპს „სტრუქტურული მთლიანობის მონიტორინგმა“ 2020 წელს მოამზადა, რაშიც ამ კერძო კომპანიას პარლამენტის ბიუჯეტიდან, იმავე წლის ივნისში, 149 400 ლარი გადაუხადეს.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით:

„სასახლის შენობის ჩონჩხედის [კარკასის] ზიდვისუნარიანობის საკმარისობის [მდგრადობის] უზრუნველყოფისათვის აუცილებელია „C“ ბლოკის არსებულ ექვს ტემპერატურულ ნაკერებს შორის მოეწყოს რკინაბეტონის ჩანართი-ჩარჩო სათანადო პროექტის მიხედვით. აღნიშნული უნდა მოეწყოს „C“ ბლოკის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელებში;

„C“ ბლოკის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების ჩონჩხედის სვეტების ნაწილის [სვეტების საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 30 პროცენტი] განივკვეთებში არსებული არმატურის ფართობები არასაკმარისია და საჭიროებს გაძლიერებით ღონისძიებებს.

სარეკონსტრუქციო სამუშაოების რენტაბელურობის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ხარჯი უნდა იყოს ახალი მშენებლობის ღირებულების 70%-ზე ნაკლები, შემოთავაზებული რეკომენდაციების საფუძვლებზე დამუშავებული სათანადო პროექტის შემდგომ, შესაძლებელია „C“ ბლოკის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების მესამე სართულის ღია აივნებზე მსუბუქი კონსტრუქციებისაგან შესრულებული ნაგებობის დაშენება.

„C“ ბლოკის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების ჩონჩხედის დაზიანებული ამგები ელემენტების აღდგენა-გაძლიერება უნდა შესრულდეს კონსტრუქციული და საიჟინრო-გეოლოგიური კვლევების მასალების გათვალისწინებით შედგენილი პროექტის მიხედვით…“

„C“ ბლოკის ცენტრალური ფლიგელის [მეშვიდე სართულზე] ნაკვეთურებზე ერთი სართულის დაშენება არარეკომენდირებულია, ვინაიდან მისი განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა რეკომენდაციის პირველ პუნქტში მითითებული ტექნიკური გადაწყვეტისა და „C“ ბლოკის ჩონჩხედის ყველა ამგები ელემენტის [რკინაბეტონის საძირკვლები, სვეტები და კოჭები] სათანადო გაძლიერების შემთხვევაში… აღნიშნული ტექნიკური გადაწყვეტის მიღების შემთხვევაში აუცილებლად დაირღვევა სარეკონსტრუქციო სამუშაოების რენტაბელურობა, ანუ, სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ხარჯი გადააჭარბებს ახალი ანალოგიური ნაგებობის აშენების [აგების] ღირებულებას.“

ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია ასევე, რომ 2018 წელს ნაგებობას ჩაუტარდა გარკვეული სარემონტო და სხვა სამუშაოები.

თბილისში მდებარე პარლამენტის სასახლე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ვრცელდება რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის კალთისკენ შეფენილ ვრცელ ტერიტორიაზე და შედგება ზედა მხარეს 1938 წელს აშენებული კორპუსისა და 1953 წელს რუსთაველის გამზირზე გამავალი კორპუსისაგან.
უშუალოდ „C“ კორპუსი განთავსებულია ძმები ზუბალაშვილების ქუჩის გასწვრივ და წარმოადგენს 7-სართულიან სარდაფიან შენობას, ხოლო მისი მომიჯნავე მარცხენა და მარჯვენა ფლიგელები განთავსებულია 9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩების გასწვრივ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:46 03-05-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved