საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მწვანე ღობითაა შემოსაზღვრული. რკინის კონსტრუქციაზე მწვანე ფერის ქსოვილია შემოვლებული.
ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რას უკავშირდება, საკანონმდებლო ორგანოს წინ ღობის შემოვლება. თუმცა, სავარაუდოდ, შესაძლოა, ეს იმის გამო გააკეთეს, რომ არ მოხდეს პარლამენტის წინ კარვების ხელახლა განთავსება.
შეგახსენებთ, პარლამენტის წინ განთავსებული კარვები 30 დეკემბერს აიღეს და მის ნაცვლად საბავშვო ატრაქციონები დადგეს. ამ დროისთვის მიმდებარე ტერიტორიაზე ატრაქციონებიც აღარ დგას.
კომენტარები