• რეკლამა
  • კონტაქტი
18:31, ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარლამენტიდან 37 დეპუტატის გასვლის შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანო საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეღარ მიიღებს

ალია ავტორი - ალია
11:55 11-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერმიღების საფრთხე იმ შემთხვევაში ემუქრება, თუკი საკანონმდებლო ორგანოს 37 დეპუტატი დატოვებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება 3/4-იანი კვორუმით ანუ სულ მცირე 113 ხმით ხდება. ახლა პარლამენტი 149 წევრით არის წარმოდგენილი. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა და საკუთრივ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ 31 წევრის შემადგენლობით დარჩა. თუკი პარლამენტს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გარდა კიდევ ექვსი დეპუტატი გამოაკლდება, საარჩევნო სისტემასთან და ბარიერთან დაკავშირებით ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვერ მიიღებენ.

სადეპუტატო მანდატის დატოვების თაობაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ განცხადებები გააკეთეს ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა და ლევან ვარშალომიძემ. მანამდე პარლამენტის დატოვების შესახებ განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. იგივეს აპირებს ზურაბ ჯაფარიძე.

პარლამენტმა კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით 7 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე მიიღო.

პროექტის მიხედვით, პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნების საფუძველზე, პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომელიც ხმების 2%-ს მიიღებს. საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ხოლო ე.წ. გაუნაწილებელი მანდატები უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებს დარჩება.

ამავე ცვლილებებით, მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა ოთხზე ნაკლები არ უნდა იყოს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved