• რეკლამა
  • კონტაქტი
01:25, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ინიციატივას, რომელიც კოვიდ პანდემიის დროს წესების დარღვევის გამო დაჯარიმებულთა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს

ალია ავტორი - ალია
15:37 06-09-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

პარლამენტი დაჩქარებული წესით მთავრობის ინიციატივას განიხილავს, რომელიც ადმინისტრაციული სახდელისგან და ასევე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან იმ პირთა გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებიც კოვიდპანდემიის დროს დადგენილი წესების დარღვევის გამო დასანქცირდნენ.

ამ მიმართულებით ცვლილებები “ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და “ამნისტიის შესახებ“ უკვე მიღებულ კანონებში შედის და ის პასუხისმგებლობისგან იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ათავისუფლებს, რომელთაც სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის პერიოდში ჩაიდინეს.

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან იზოლაციისა და კარანტინის წესის, ასევე პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები თავისუფლდებიან. მთავრობის ინფორმაციით, ადმინისტრაციული სახდელისგან 1 893 პირი გათავისუფლდება. აქედან 1855 – ფიზიკური პირი და 38 იურიდიული პირია. თანხის ჯამური ოდენობა – 5 596 047 ლარია (ფიზიკური პირების მიმართ – 5 346 047 ლარი, იურიდიული პირების მიმართ – 250 000 ლარი).

რაც შეეხება “ამნისტიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც “სისხლის სამართლის კოდექსის“ 248/1 მუხლით გათვალისწინებული ქმედება 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე პერიოდში ჩაიდინეს. როგორც მთავრობა განმარტავს, “სისხლის სამართლის კოდექსის“ 248/1 მუხლით 2021 წლის 23 ივნისიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში განაჩენი გამოტანილია 10 ფიზიკური პირის მიმართ. აღნიშნული 10 მსჯავრდებულიდან 8 პირს პირობითი მსჯავრი შეეფარდა, რომლის ფარგლებშიც 6 მსჯავრდებულს დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

არსებული მონაცემებით, ჯარიმა გადახდილი აქვს ერთ მსჯავრდებულს. შესაბამისად, სხვა მსჯავრდებული პირები ჯარიმის თანხას აღარ გადაიხდიან.

“ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და “ამნისტიის შესახებ“ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს 10 ივნისის სხდომაზე წარედგინება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved