• რეკლამა
  • კონტაქტი
03:29, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პარკირების ერთ ადგილზე საშუალოდ 13 ავტომობილი მოდის“ – ვასო ურუშაძე

ალია ავტორი - ალია
14:36 11-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
107

ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარის, ვასო ურუშაძის განცხადებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში თბილისში არა თუ გაიზარდა პარკირების ადგილების რაოდენობა, არამედ 3779 ადგილით შემცირდა.

„დედაქალაქის მოქმედი მერი თბილისელებს ჰპირდებოდა ქალაქში 12 ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკირების ინფრასტრუქტურის მოწყობას, მათ შორის იყო: ცენტრალური რკინიგზის სადგური, მეტროს სადგური „მარჯანიშვილი“, პუშკინის მოედანი, თბილისის საკონცერტო დარბაზი, მეტროს სადგური ისანი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, თბილისის მერია, გულიას მოედანი, მეტროს სადგური „ვარკეთილი“ და გეგეშიძის ბაღი. წინასაარჩევნოდ ეს კალაძის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, რომლის ფარგლებშიც დამატებით 3 000 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომების მოწყობა იგეგმებოდა. დაპირების შესასრულებლად აუცილებელი წინაპირობა არსებობდა, კომპანია „სი-თი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა, რომელიც ერთადერთია, რაც კახა კალაძემ ზედმიწევნით შეასრულა.

დღეს 2022 წელია, 5 წელი გავიდა „დიდი დაპირებების“ საარჩევნო მარათონიდან, პარკირების პრობლემა არა თუ მოგვარდა, არამედ, მისი სიმწვავე ყოველდღიურად მატულობს. ბევრი ვეძებეთ თუ ცოტა, თბილისის მასშტაბით 12 სხვადასხვა ლოკაციაზე აშენებულ მრავალსართულიან მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას ვერ მივაგენით, რის შემდეგაც გადავწყვიტეთ, მიგვემართა წერილობით თბილისის მერიისთვის და გაგვეგო, პარკირების რამდენი ადგილი იყო დედაქალაქში 2017 წელს, როცა ქალაქს კომპანია „სი-თი პარკი“ ემსახურებოდა და რამდენია დღეის მდგომარეობით, კახა კალაძის მმართველობის 5 წლის თავზე.

თბილისის მერიისგან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს დედაქალაქში 32257 ავტომობილისთვის განკუთვნილი საპარკინგე ადგილი იყო, 2022 წელს კი ეს მაჩვენებელი 28478-ია. ბოლო 5 წლის განმავლობაში თბილისში არა თუ გაიზარდა პარკირების ადგილების რაოდენობა, როგორც ამას კახა კალაძე გვპირდებოდა, არამედ 3779 ადგილით შემცირდა.

მაჩვენებლები კატასტროფულია, საქართველოში ყოველ ათას მოსახლეზე მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 304-ია, თბილისში ცხოვრობს 1 200 000 ადამიანი და საშუალოდ გადაადგილდება 364 800 მსუბუქი სატრანსპორტო საშუალება, რაც არც თუ ისე ბევრია, მაგრამ თუ პარკირების ადგილების რაოდენობას გავყოფთ ავტომობილების რაოდენობაზე ვნახავთ, რომ პარკირების ერთ ადგილზე საშუალოდ 13 ავტომობილი მოდის.“

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

თეგები: ვასო ურუშაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved