• რეკლამა
  • კონტაქტი
01:20, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პარალელები საქართველოსთან უსაგნოა, ძალიან ბევრი რამ განასხვავებს ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთისგან დემოკრატიისა და საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში“ – თინა ხიდაშელი ყაზახეთის მოვლენებზე

ალია ავტორი - ალია
14:21 01-06-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

„ოპტიმიზმისგან დაცლილია ჩემი მოლოდინები ყაზახეთში დემოკრატიული ცვლილებების შესაძლებლობის თაობაზე”- თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ყაზახეთში განვითარებული მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ყაზახეთის მოვლენების შესახებ ჩემი მოლოდინები მძიმეა.

სამწუხაროდ ამ უმნიშვნელოვანესი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის ეს არ არის დემოკრატიული პოტენციალის მქონე მოძრაობა და რევოლუცია. ცენტრალურ აზიაში ასეთი, დემოკრატიული ცვლილების პოტენციალის მქონე, ძალები ან უბრალოდ არ არიან, ან უკიდურესად მცირე და ფრაგმენტირებულნი არიან. თუკი რამე გვასწავლა ყირგიზეთის განგრძობითმა რევოლუციურმა მოძრაობამ 2000-იანების დასაწყისში, ყირგიზეთის სადაც მაშინ ამერიკული ბაზაც იყო და დემოკრატიული რესურსის შექმნისთვის ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტებიც ხორციელდებოდა, არის პირველ რიგში სწორედ ამ რესურსის სიმწირე.

დიახ, თავისუფლებად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისი არსით და მასშტაბით დღევანდელი მოვლენები არის პოლიტიკური და ვერ ეტევა სოციალური მღელვარების ფარგლებში, მაგრამ პრობლემაც სწორედ აქ არის, როდესაც თავისი არსით პოლიტიკურ მოძრაობას დემოკრატიული ცვლილებების მოთხოვნები არ ახლავს თან, როდესაც დღის წესრიგი ქაოტურია და ძალადობაც ხელისუფლების, უფრო კი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

დღეს რუსეთისთვის დახმარებისთვის მიმართვა და ე.წ. “მშვიდობისმყოფელების” შეყვანა ყაზახეთის ქალაქებში კი უკიდურესად სახიფათო და რისკიანი ნაბიჯია, პირველ რიგში,თავად ნაზარბაევისა და მისი გარემოცვისთვის, რომელიც თითქმის 30 წლის მანძილზე მუდმივად აბალანსებდა ქვეყანაში დომინანტ ინტერესებს და ინარჩუნებდა ქვეყნის სუვერენიტეტს და მშვიდობას.

ყაზახეთში ჩემი უკვე თითქმის 6 წლიანი საქმიანობის შემდეგ ერთი რამ რაც შემიძლია დადასტურებულად ვთქვა ის არის, რომ რიგითი ადამიანებისთვის სწორედ ეს მშვიდობა იყო ყველაზე ძვირფასი რის გამოც ბევრ რამეზე ხუჭავდნენ თვალს.

გამოცდილება ადასტურებს, რომ დასახმარებლად მისული რუსული ჩექმა ძნელად, ან აღარასოდეს ტოვებს ქვეყანას.

არც ის არის სიახლე ვინმესთვის, რომ რუსეთს საკუთარი ანგარიშები აქვს ყაზახეთთან და ეს ანგარიშები არც ტერიტორიული პრეტენზიებისგან არის შორს. სამწუხაროდ დასავლეთი არ არის ძლიერი ცენტრალურ აზიაში და მით უფრო ყაზახეთში, მათი ზემოქმედების შესაძლებლობები უკიდურესად შეზრუდული და არაეფექტურია.

ამ ყველაფერში ერთადერთი საინტერესო ამბავი რჩება ის თუ, როგორ მოიქცევა ჩინეთი? ჩინეთი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ყაზახეთის სტრატეგიული მოკავშირეა, განსაკუთრებით როდესაც საქმე სტრატეგიულ ეკონომიკას ეხება. რუსეთთან გავლენის სფეროებზე ბალანსის შენარჩუნების პოლიტიკა დღევანდელი მოვლენების ფონზე შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს და შესაბამისად, აქამდე არსებული რიგი დაწერილი თუ დაუწერელი შეთანხმებები.

პარალელები საქართველოსთან უსაგნოა, ძალიან ბევრი რამ განასხვავებს ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთისგან დემოკრატიისა და საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში. აქ სრულიად ერთმნიშვნლეოვანი უპირატესობა გვაქვს. თუკი რამე გვამსგავსებს ის არის, რომ როგორც ბოლო დროს ბევრჯერ მითქვამს ბატონი ივანიშვილი ქვეყნის სწორედ ნაზარბაევიზაციას ცდილობდა, როდესაც დასავლეთის ხმა აღარ ისმის, როდესაც ქვეყანში მთავარი მოთამაშეები რუსეთი და ჩინეთი არიან, ჩვენს შემთხვევაში ირანიც შეგვიძლია დავამტოთ ამ ჩამონათვალს, როდესაც ქვეყნის მმართველობა მთლიანად დაცლილია პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისგან და მართვის ბერკეტი მთლიანად და სრულად ოლიგარქისა და მისი ხელის ბიჭების ხელშია. შედეგად კი სწორედ ის დგება რასაც დღეს ყაზახეთში ვუყურებთ, რომ შესაძლოა ერთ დღეს ძალაუფლება ქუჩაში ეგდოს, ქვეყანაში კი პოლიტიკური ძალა აღარ იყოს, რომელიც მას ხელში აიღებს და ეფექტურად, ქვეყნის სასიკეთოდ მიმართავს. აქედან რუსეთისთვის “დახმარების ხელი გამოგვიწოდეთ” თხოვნამდე კი ნახევარი ნაბიჯია.

მოკლედ ოპტიმიზმისგან დაცლილია ჩემი მოლოდინები ყაზახეთში დემოკრატიული ცვლილებების შესაძლებლობის თაობაზე”, – წერს ხიდაშელი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved