• რეკლამა
  • კონტაქტი
14:56, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პანდემიის დროს “ქართულმა ოცნებამ” 2 მილიონზე მეტის შემოწირულება მიიღო

ალია ავტორი - ალია
12:35 05-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

“ქართულმა ოცნებამ” 2020 წლის 17 თებერვლიდან 15 მაისამდე 2 მილიონ ლარზე მეტის შემოწირულება მიიღო. “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, 90 შემომწირველს შორის არიან ისეთები, ვინც მმართველი პარტიისთვის პირველად გაიღო ფულადი რესურსი, ისეთები, ვინც უკვე წლებია მას სოლიდურ თანხებს სწირავს და ისეთებიც, ვინც წლების წინ სხვა მმართველ პარტიას წირავდა და ახლა ქართულ ოცნებას სწირავს. შემომწირველები, როგორც წესი სხვადასხვა ბიზნესის მფლობელები არიან, იკვეთება მათ შორის კავშირები და ასევე კავშირები სახელმწიფო ტენდერებთან, “აწარმოე საქართველოს” დაფინანსებულ პროექტებთან და სხვა სახელმწიფო პროგრამებთან. შემოწირველებს შორის არიან ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული და პოლიტპატიმრების სტატუსით განთავისუფლებული ბიზნესმენები, ფონდ ქართუს თანამშრომლები, სპორტული კლუბების ხელმძღვანელები, ჰესების მშენებლები და ისეთებიც, ვინც ბიზნეს რეესტრში საერთოდ არ იძებნება.

წლების მიხედვით შედარებისას ირკვევა, რომ ქართულ ოცნებას არასაარჩევნო პერიოდშიც ჰყავს მსხვილი და ერთგული შემომწირველები. 2019 წლის იანვარ-მაისის დროს მიღებული შემოწირულებები და შემომწირველების რაოდენობა მსგავსია 2020 წლის იმავე პერიოდის – 2019 წელს 99 შემომწირველმა 2 710 500 ლარი შეწირა მმართველ პარტიას.

5 მაისს 50 000 ლარი შეწირა მმართველ პარტიას ბაკურ კიღურაძემ, შპს უტას ხელმძღვანელმა, რომელიც 2010 წელს ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული. სასამართლოს განაჩენის მიხედვით კიღურაძე “ინტერნეტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და გამოძიებისთვის დაუდგენელი სხვა არხების მეშვეობით საიდუმლო ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის დაზვერვას გადასცემდა.” კიღურაძე მის დაკავებას ბიზნეს-საქმიანობას, კერძოდ შპს ნიმა-ინვესტს უკავშირებდა. 2012 წელს მან ციხიდან წერილიც გამოაგზავნა, სადაც ვლადიმერ ბედუკაძეს, “ღირსეულ პიროვნებას”, ”ვაჟკაცს” და ”გმირს” უწოდებდა. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული კიღურაძე 2016 წელს შეჩერებული პროექტების გაგრძელებაზე საუბრობდა, ხელისუფლების მიმართ ლოიალურად იყო განწყობილი მომდევნო წლებშიც.

ვრცლან ნახეთ “რადიო თავისუფლებაზე”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved