მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ვიდეო კამერების ჩანაწერებიდან წაშლილია გორის სამხედრო ჰოსპიტალში ე.წ. საათის ეპიზოდი.
“თუკი აქამდე ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ წაშლილი იყო გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძალადობის განხორციელების დროს ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთის ამსახველი მასალა ექვსწუთნახევარი, ახლა ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, პალატაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა დამონტაჟებული ვიდეო კამერების ჩანაწერები აღარ არსებობს ბუნებაში და ეს ჩანაწერებიც არის წაშლილი. მოგეხსენებათ, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელდა, ასევე, ძალადობა ე.წ. საათის ეპიზოდი”, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.














კომენტარები