პაატა მანჯგალაძემ მოგვაყენა შეურაცხყოფა, დაგვიძახა ლეღვის ფოთოლი. მე ვინაიდან ძიუდოზე არ დავდიოდი და მეშინია პაატა მანჯგალაძე ფიზიკურად დამეჯაჯგურება, იმ სიტყვებს არ ვიტყვი, რასაც ვფიქრობ_ ეს განცხდება “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახო მეგრელიშვილმა “ტვ პირველის”ეთერში გააკეთა.
“პაატა მანჯგალაძემ მოგვაყენა შეურაცხყოფა, დაგვიძახა ლეღვის ფოთოლი. მე ვინაიდან ძიუდოზე არ დავდიოდი და მეშინია პაატა მანჯგალაძე ფიზიკურად დამეჯაჯგურება, იმ სიტყვებს არ ვიტყვი, რასაც ვფიქრობ, მაგრამ წარმოიდგინეთ, მე მიმაჩნია, რა უცნაურ პოზიციასაც იკავებს პააატა მანჯგალაძე და გიორგი ვაშაძე, ჩვეულებრივად “ქართულ ოცნებას” გამოძრომა, რომ უნდოდეს სიტუაციიდან, თუ ვინმესთვის აი ეს უნდა გაეკეთებინებინა, გააკეთებდა ამ ფორმით, როგორც აკეთებს პაატა, აკეთებდა გიორგი. “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არიან ის ადამიანები, რომლებიც ასეთი რადიკალური პოზიციით მოძრაობენ” _ განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.
კომენტარები