• რეკლამა
  • კონტაქტი
07:36, ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პაატა იმნაძის ბრიფინგს ვუყურე და ყველას ნაცვლად მე შემრცხვა” – ანდრია გვიდიანი

ალია ავტორი - ალია
18:01 04-26-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

პაატა იმნაძის ბრიფინგს ვუყურე და ყველას ნაცვლად მე შემრცხვა. ეს ხალხი ისეთ დღეში მოაქციეს, კაცს ბოდიშების მოხდა უწევს, რომ საქართველოში 20-30 შემთხვევა ფიქსირდება და არა 200 და 300, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, ანდრეა გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ადამიანმა ყველაფერი რომ არ უნდა იკადროს, ალბათ მარტივი ჭეშმარიტებაა. თუმცა, არა „ნაციონალური მოძრაობის” და მათი PR სამსახურის – ე.წ. „მთავარი არხისთვის”.

პაატა იმნაძის ბრიფინგს ვუყურე და ყველას ნაცვლად მე შემრცხვა. ეს ხალხი ისეთ დღეში მოაქციეს, კაცს ბოდიშების მოხდა უწევს, რომ საქართველოში 20-30 შემთხვევა ფიქსირდება და არა 200 და 300. ბოდიშებს იხდიან იმის გამო, რომ მხოლოდ 6 გარდაცვლილი გვყავს და არა 600.

როდესაც საღი აზრი საერთოდ აღარ გაგაჩნია და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი სრულად გაბრმავებს, ტელევიზორთან წამოწოლილი ე.წ. პოლიტიკოსებისთვის ალბათ ძალიან მარტივია ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ადამიანების კრიტიკა.

რამოდენიმეჯერ ვთქვი, რომ მათმა PR სტრატეგიამ ყველა მიმართულებით წააგო. უამრავ შემთხვევაში უსაფუძვლო და უსაგნო კრიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო და საზოგადოება ვერაფრით აიყოლიეს. ბოლოს დარჩა ავტორიტეტებზე შეტევის ტაქტიკა და არაერთი იერიში მიიტანეს ჩვენ საამაყო ექიმებზე.

ეს მავნებლური, მოღალატეობრივი და კონტრპროდუქტიული ქმედებები უკვალოდ არ ქრება. ხალხი ყველაფერს ხედავს და არავის არაფერი ავიწყდება. დღეს ისეთი რთული ვითარებაა, ამ პერიოდში გადადგმული ყველა ნაბიჯისთვის, ყველა განცხადებისთვის, უაზრო ბაქი-ბუქისთვის და პოლიტიკოსობანას თამაშისთვის ყველას ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს,”- წერს ანდრეა გვიდიანი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

14:31 12-16-2025
გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ
ახალი ამბები

გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ

12:53 12-16-2025
თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა

12:01 12-16-2025
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved