ოზურგეთში, უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთვის კვების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთ ადამიანზე დაახლოებით 1 ლარი და 80 თეთრი განისაზღვრა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. კონკურსი მომავალ კვირაში დასრულდება და შეირჩევა კომპანია, რომელიც მომავალი 6 თვის განმავლობაში უფასო სასადილოს 180 ბენეფიციარს მოემსახურება.
ბენეფიციარები მთავრობას სთხოვენ, რომ კვების რაციონში ხორცი დაამატონ.
უფასო სასადილოს ხელმძღვანელი, ნათია ღლონტი ამბობს, რომ ახალ ტენდერში მონაწილეობას მისი კომპანია არ მიიღებს. მისივე თქმით, ბიუჯეტიდან თითოეულ ბენეფიციარზე 2.5 ლარია გამოყოფილი. თანხას აკლდება დღგ-სა და მოგების გადასახადები, ასევე, კომუნალური ხარჯები და ეს თანხა 1 ლარსა და 80 თეთრს უტოლდება.
აღსანიშნავია, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიები გამარჯვების მიზნით, თანხას კიდევ უფრო აკლებენ, რაც კვების რაციონზე პირდაპირ აისახება.
„მთავარი“














კომენტარები