„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე:
„არავის დავუწყებ იმის მტკიცებას, როგორ მტკივა გული ირაკლიზე. ხოლო მის განკითხვაში ნურავინ ჩავარდებით – “არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს”. თითოეული ჩვენგანი არის ცოდვილი ბუნების მატარებელი, რომელსაც ამა თუ წარმატებით ვუმკლავდებით ცხოვრების განმავლობაში. და ყველას გვაქვს შენდობის და შეცდომების გამოსწორების შანსი და უფლება. იმ შრომას, და ხშირად – გმირობასაც, ნუ ჩავუყრით წყალში, რასაც არაერთგზის ჰქონდა ადგილი მისი მხრიდან. ამის არდანახვასა თუ მივიწყებას უკვე უმადურობა ჰქვია და ესეც ცოდვაა. კაცმა აღიარა, მოინანია, ზოგიერთი ვირთხასავით ევროპაში არ გაქცეულა და ასეთივე შემართებით, დარწმუნებული ვარ – სასჯელსაც მოიხდის. გამოუსწორებელი არაფერი მომხდარა – დანარჩენს უფალი მიხედავს. ღმერთმა გააძლიეროს ირაკლიც და მისი ოჯახიც“














კომენტარები