აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის პირველი კომენტარი საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ:
საფრთხე არის აქ იმაზე დიდი, ვიდრე აზერბაიჯანში. აქ ვრჩები ჯერჯერობით. აქაურ დიქტატურის წინააღმდეგაც გამოვალ. არ ვეთანხმები გირაოს და არც გადავიხდი. მათთვის ფულის გადახდას არ ვაპირებ. სასამართლო დამოუკიდებელი არ არის. საქართველოც და აზერბაიჯანიც დაკვეთილ საქმეებზე მუშაობენ. საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებულ არცერთ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები.” – განაცხადა აფგან სადიგოვმა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თქმით, 16 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აფგან სადიგოვისთვის გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეცვალა. შესაბამისად, დღესვე აფგან სადიგოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
კომენტარები