ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„სამწლიანი მარაზმი დასრულდა! სამწუხარო მარტო ის კი არ არის,რომ ამ ხნის განმავლობაში ჩირქს ცხებდნენ და მორალურად კლავდნენ ხაზარაძეს,ჯაფარიძეს და წერეთელს,არამედ ისიც,რომ ამას აკეთებინებდნენ ახალგაზრა ე.წ.დამოუკიდებელ პროკურორებს,რომლებსაც ეს პროცესი მთელი ცხოვრება გაყვებათ შავ ლაქად. ერთი კარგი რამ კი მოხდა,რომ ქართული ოცნების წევრები დარწმუნდნენ,რომ ივანიშვილი მათ გამოიყენებს და როგორც ნახმარ წინდებს ისე მოისვრის სანაგვეში.p.s.მართლა გულით მეცოდებიან ეს ახალგაზრდები“ -წერს ბურჭულაძე.
კომენტარები