• რეკლამა
  • კონტაქტი
10:23, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების” შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისია უკვე გახდა 3 გზის მოღალატეობრივი” – გრიგოლ გეგელია

ალია ავტორი - ალია
13:09 09-06-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,102

“ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია სამხრეთ ოსეთის მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ სტატიებს გამოეხმაურა, რომელშიც წერია, რომ “საქართველომ ოფიციალურად აღიარა პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებაზე 2008 წელს”.

“მინდა გამოვეხმაურო კიდევ ერთ მოღალატეობრივ აქტს, რაც არის იმ განგრძობითი ტენდენციის ნაწილი, რომელსაც ჰქვია “ქართული ოცნების” რუსული რეჟიმი. ჩვენ ვხედავთ, რომ “ქართული ოცნების” შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისია, რომელიც შემქნა არალეგიტიმურმა პარლამენტმა და  შექმნა არსებული წესების დარღვევით და რომელიც შესაბამისად 2 გზის არალეგიტიმურია, 2 გზის ექსტრასამართლებრივია და 2 გზის მოღალატეობრივია, ახლა უკვე გახდა 3 გზის მოღალატეობრივი და ანტი-ქართული მაშინ, როდესაც რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ და რა თქმა უნდა, საოკუპაციო რეჟიმის სხვადასხვა წარმომადგენლებმა დაიწყეს ამ ე.წ. კომისიის ე.წ დასკვნის ციტირება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. 

მინდა მოვიყვანო ერთი მცირე პასაჟი, რომელიც ძალიან კარგად აჩვენებს იმას, თუ როგორ უწყობს ხელს წულუკიანის ე.წ. კომისია ანტ-ქართული, ანტი-ეროვნული პოლიტიკური დასკვნების პროპაგირებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით და თუ როგორ ხდება  ამ ყველაფრის გამოყენება ჩვენს წინააღმდეგ, მილიონობით ქართველის და ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. 

ვციტირებ: “2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს მიერ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 17 წლის შემდეგ, თბილისისგან მოვისმინეთ აღიარება, რომელსაც სამხრეთ ოსეთი და რუსეთი მთელი ამ წლების განმავლობაში ელოდნენ”. დიახ, აი ეს არის თეას მემკვიდრეობა, ეს არის ბატონი ბიძინას მემკვიდრეობა, ეს არის ანტი-ქართული, ანტისაოცნებო, სამარცხვინო და კაპიტულანტური მემკვიდრეობა, რომელიც მიზნად ისახავს იმას, რომ გაიმარჯვოს რუსულმა პროპაგანდამ და წააგოს ქართულმა ეროვნულმა ინტერესმა, რომელიც მიზნად ისახავს იმას, რომ საქართველო იზოლირდეს, თქვენ დარჩეთ მარტონი, ჩვენ ვიყოთ დაუცველი, ვიყოთ მეგობრების გარეშე და სამაგიეროდ კრემლისტური პროპაგანდა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. გამოცემები იმით, რომ თურმე საქართველოს პარლამენტმა აღიარა ის, რასაც 17 წლის განმავლობაში მოელოდა თურმე ცხინვალი საქართველოსგან. 

ეს არის გაგრძელება იმ ტენდენციისა, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვუყურებთ, რომლის დროსაც ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, თუ როგორ იქნა გამოყენებული ანტი-ქართული პოლიტიკური შეხედულებები რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის მიერ, არამარტო პროპაგანდაში, არამედ ასევე საერთაშორისო ტრიბუნებზე და ყოველთვის “ქართული ოცნების” საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც ემსახურება რუსეთის ეროვნულ ინტერესებს და არა ქართველი ხალხის ინტერესებს. ყოველთვის ეს რეჟიმი იდგა იმ ინფორმაციის მიწოდების, იმ პოზიციების დაკავების და იმ სულისკვეთების სამსახურში , რაც აწყობდა კრემლს, მაგრამ რაც არ იყო, არ არის და არ იქნება თქვენს ინტერესებში, თქვენი ოჯახების ინტერესებში და ამ სახელმწიფოს ინტერესებში. 

და ბოლოს ეს მაგონებს, ძალიან მკაფიოდ და ძალიან რელევანტურად იმას, რომ გორის საკრებულოს სამარცხვინო თავმჯდომარე, ბატონი რაზმაძე, რომელიც შემჩნეულია წლების განმავლობაში რუსული პროპაგანდის გატარებაში არის ახლა იმპიჩმენტის საგანი. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს პირი და მსგავსი პირები უნდა გახდნენ იმპიჩმენტის საგანი ბოლომდე. ისინი უნდა გათავისუფლდნენ დაკავებული პოზიციებიდან, რადგანაც ისინი არცხვენენ საქართველოს, არცხვენენ მილიონობით ქართველს, არცხვენენ იმ ბიჭების ხსოვნას, რომლებიც შეეწირნენ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას. “ძლიერი საქართველოს” სახელით უნდა გავუსუვა ხაზი, რომ უნდა მოხდეს რაზმაძის იმპიჩმენტი და ეს უნდა გახდეს მაგალითი იმისა, რომ საქართველო არასდროს არ მიიღებს პრორუს მოღალატე პოლიტიკოსებს, რაც ამავე დროს გულისხმობს “ქართული ოცნების” პირწმინდად დამარცხებას უკლებლივ ყველგან. ყველა ვინც უჭერს მხარს “ქართული ოცნების” რეჟიმს, უჭერს მხარს ამ პროპაგანდას, რომელსაც კრემლი, სიმონიანი, ლავროვი და სხვა მსგავსი პირები პროპაგირებენ,” – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved