• რეკლამა
  • კონტაქტი
04:47, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოცნების შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 158 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს – TI

ალია ავტორი - ალია
14:35 05-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

ქართული ოცნების შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს 158 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და იგივე პერიოდში 1.6 მლნ ლარი გაიღეს პარტიის სასარგებლოდ – კვლევას  არასამთავრობო ორგანიზაცია გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, მმართველი გუნდის შემომწირველები არა მხოლოდ დიდი რაოდენობით ტენდერებს იგებენ, არამედ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების მიმღებებიც არიან.

„2020 წელს დაახლოებით 11.7 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს იმ კომპანიებმა, რომლებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა დაახლოებით 2.8 მლნ ლარი გაიღეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ. აღსანიშნავია შპს Weekend, რომლისგანაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ  2020 წლის 6 აპრილს 1,329,680 აშშ დოლარის (იმ დროისთვის დაახლოებით 4.2 მლნ ლარის) ღირებულების სამედიცინო მოწყობილობები შეისყიდა. 2020 წელს შპს Weekend-ის მფლობელმა ბონდო გოლეთიანმა და მისმა სამმა ბიზნესპარტნიორმა 30 ოქტომბრიდან – 2 ნოემბრამდე ჯამში 125,000 ლარი გაიღეს ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს სასარგებლოდ“, – ვკითხულობთ კვლევაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია კიდევ ერთ გარემოებას უსვამს ხაზს – მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ წელს ქართულ ოცნებას დიდი თანხებით აფინანსებს.

„ყველა ასეთ ჯგუფს ის ახასიათებს, რომ მასში შემავალი პირების დიდი ნაწილი ერთსა და იმავე დღეს ან რამდენიმე დღის შუალედში წირავს მმართველ პარტიას თანხას, რაც წინასწარ შეთანხმებულ ქმედებას გავს”, – ნათქვამია კომპანიების შესახებ TI-ს კვლევაში.

გამჭირვალობა საქართველოს ინფორმაციით, 2020 წელს 8 პოლიტიკურმა სუბიექტმა 60 221 705  ლარი მიიღო შემოსავლის სახით – მათ შორის, ყველაზე მეტი 48.4% ქართულმა ოცნებამ. კვლევის ავტორების აზრით, ეს პარტიებს შორის ფინანსების უკიდურესად არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს.

„პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 77% (46,586,370 ლარი) კერძო შემოწირულებებზე მოდიოდა, 19% (11,314,940  ლარი) – სახელმწიფო დაფინანსებაზე, 4% კი – სხვა ტიპის შემოსავალზე, მათ შორის, კომერციული ბანკიდან მიღებულ სესხზე”, – ვკითხულობთ კვლევაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად, საბანკო სესხის აღების შესაძლებლობით, წინა წლების მსგავსად, კვლავ მხოლოდ მმართველმა პარტიამ ისარგებლა – ქართულმა ოცნებამ  20 ოქტომბერს ლიბერთი ბანკისგან 1 მლნ ლარის ოდენობის სესხი აიღო.

გამჭირვალობა საქართველო გასცემს რეკომენდაციებსაც: კვლევის ავტორების აზრით, უნდა შეიქმნას ანტიკორუფციული საბჭო, რომელსაც საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება ექნება. კვლევის ავტორები საუბრობენ აუდიტის სამსახურის არასაკმარის უფლებამოსილებაზე, შემომწირველებსა და პარტიებს შორის კორუფციული გარიგებებზე და უკანონო დაფინანსების სქემებზე ადეკვატური რეაგირებისთვის.

თეგები: ქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved