• რეკლამა
  • კონტაქტი
13:55, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების” მერობის კანდიდატმა თელავში, დებატებზე უარი თქვა – ჟურნალისტი განმარტავს, რატომ დატოვა ტელევიზია

ალია ავტორი - ალია
10:39 10-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

თელავის ადგილობრივი ტელევიზიის “თანამგზავრის” ყოფილი ჟურნალისტი Facebook-ზე წერს, რომ თელავში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი დებატებს არ დათანხმდა და ცალკე ბლოკში, პირველ ნაწილში მოითხოვა დაჯდომა, რაზეც ჟურნალისტი ტელევიზიის ხელმძღვანელთან ვერ შეთანხმდა. შედეგად, გადაცემა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ სხვამ წაიყვანა.

ჟურნალისტი წერს, რომ მან პროტესტის ნიშნად სამუშაო დატოვა.

“ჩემო მეგობრებო და კოლეგებო, პირველ რიგში, დიდი მადლობა თანაგრძნობისთვის და მხარდაჭერისთვის. მთავარი ისაა, რომ მე დღემდე ძალიან მიყვარს ტელეკომპანია ,,თანამგზავრი”, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში თავისუფლების სადარაჯოზე იდგა, სადაც ყოველთვის მოდიოდა და მოდის, როგორც ხელისუფლება, ასევე, ოპოზიცია და ამიტომ ეს ტელევიზია, მისი ხელმძღანელობა და ჩემი კოლეგები ტალახის სროლისთვის არ მემეტებიან. ყოველთვის ტელეეკრანზე ვერ ვიქნები, არაუშავს… რაც შეეხება ამ შემთხვევას, სოციალურ ქსელში იმდენი ტყუილ-მართალი იწერება, გადავწყვიტე, რომ განმარტება გავაკეთო: 1. მე ტელევიზიიდან არავის გამოვუგდივარ, საკუთარი ნებით წამოვედი; 2.გუშინდელი გადაცემა, რომელიც ჩემ მიერ მომზადდა, არავითარი პროექტის ფარგლებში არ კეთდებოდა და თუ ეთერში არ გავიდოდა, არანაირ სოლიდურ ჯარიმას არ ითვალისწინებდა; 3.- მერობის სახელისუფლებო კანდიდატი დებატებს არ დათანხმდა და ცალკე ბლოკში, თან აუცილებლად პირველ ნაწილში მოისურვა დაჯდომა, რაზეც მე ვუპასუხე, რომ თუ ვინ რომელ ბლოკში დაჯდებოდა, ეს კენჭისყრას უნდა გადაეწყვიტა, როგორც სხვა საარჩევნო გადაცემების დროს (ვთვლი, რომ ეს ელემენტარული ჟურნალისტური პრინციპია, რომელსაც ყველა ჟურნალისტი უნდა იცავდეს). ეს სწორედ ის საკითხია, რაზეც ტელევიზიის ხელმძღვანელთან ვერ შევთანხმდი. შედეგად, გადაცემა ჩემი კითხვებით, სხვა წამყვანმა, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ წაიყვანა, რის გამოც, პროტესტის ნიშნად, ტელევიზიიდან წამოვედი. სულ ესაა”,-წერს ნატალია მეგუთნიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved