• რეკლამა
  • კონტაქტი
20:33, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების” ეს ნაბიჯი არასერიოზულია – რისთვის უნდა შევიდეთ პარლამენტში? – ვახტანგ მეგრელიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:27 03-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

„ქართული ოცნება“ იმ პროცენტს გვთავაზობს ბარიერად, რაც არჩევნებში ჩვენ არ მიგვიღია, ეს არასერიოზულია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კომენტირებისას განაცხადა.

„მოლაპარაკებების დროს შეიძლება, ისეთ რამეზე შევთანხმდეთ, რასაც საკონსტიტუციო ცვლილება და 113 ხმა სჭირდება, მგონი ასე არ უნდა გეპატიჟებოდნენ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაგროვებლად. რაც შეეხება შინაარსს, ეს არის ერთჯერადი შემოთავაზება 2024 წლისთვის. რაღაცნაირად უხერხულიც არის ამ ტიპის შემოთავაზების გაკეთება. ვის უკეთებს ამ შემოთავაზებას, ვერ ვხვდები. ჩვენ ხომ ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებული, რომ ბარიერი დაიწიოს და ჩვენ რომ არ აგვიღია, „ქართული ოცნება“ იმ პროცენტს გვთავაზობს ბარიერად. მე შეიძლება იმედი მქონდეს, რომ არჩევნებში 5 პროცენტზე მეტსაც მივიღებ და საბოლოო ჯამში, გავიმარჯვებ კიდეც, მაგრამ არასერიოზულია.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა „გირჩი“ პარლამენტში ერთჯერადად შესვლას და საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას, მეგრელიშვილმა უპასუხა, რომ ის პარლამენტში იმ შემთხვევაში შევა, თუ ბარიერი 0.67 პროცენტამდე დაიწევს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

„რისთვის? იმისთვის, რომ გაუგებარი თამაში ითამაშო, რომელსაც „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად თამაშობს? 0.67-პროცენტიან ბარიერს განვიხილავ არა 2024 წლისთვის, არამედ ზოგადად. 2024 წლისთვის ერთჯერადად დიდი ვერაფერი შეღავათია, მაგრამ თუ ზოგადად ასე იქნება, ეს ნიშნავს, რომ გვექნება სისტემა, რომელიც გამორიცხავს ძალაუფლების უზურპაციას გრძელვადიან პერსპექტივაში. ამის გამო ნამდვილად ღირს პარლამენტში შესვლა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ვახტანგ მეგრელიშვილი, მოგვიანებით, “ტვ პირველის” ეთერში, განაცხადა, რომ მას ჰქონდა საუბარი მამუკა მდინარაძესთან, თუმცა დეტალებზე ჯერ ვერ ისაუბრებს.

თეგები: ვახტანგ მეგრელიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved