პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე, ანუკი ჩრდილელი არ გამორიცხავს, რომ სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდოს. აქტივისტი “ქართული ოცნების” წარმომადგენლის, ოთარ ჩრილელის შვილია.
ანუკი ჩრდილელი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 31 მარტს ჩაუნიშნეს, საქმეს კი ზვიად ცეკვავა განიხილავს.
დამირეკეს 7 მარტთან დაკავშირებით. მგონია, რომ დამიჭერენ. გამომრიცხავი ფაქტორი ორსულობა ან 12 წლამდე ბავშვი არ არის ჩემ შემთხვევაში. სიტყვიერი გაფრთხილება ხო საერთოდ. ეს მუხლი პატიმრობას ითვალისწინებს და ალბათ დამიჭერენ რამოდენიმე დღით. 31 მარტს 12 საათზე საქალაქო სასამართლოში, დარბაზი 41, მოსამართლე ცეკვავა. ადვოკატს, თუ ვინმეს გცალიათ მაგ დღეს, მაგ საათზე, წინასწარ ჩაგაბარებდით საქმის მასალებს. მადლობა წინასწარ! ბრძოლა ბოლომდე
ანუკი ჩრდილელი, რუსთაველის გამზირზე 2 სექტემბერსაც დაკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
საბოლოოდ, ის თბილისის საქალაქო სასამრთლომ 4 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მაშინ მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.
ანუკი, რომელიც საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატის და ამჯერად თბილისის საკრებულოს დეპუტატის შვილია, დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც დაკავების შემდეგ მისმა თანამებრძოლებმა თქვეს, რომ ის “ოცნების” წარმომადგენლის შვილია.
ხელისუფლების მხარდამჭერებმა ახალგაზრდა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ისაუბრეს. ამტკიცებდნენ, რომ მამა-შვილს 20 წელზე მეტია, ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.














კომენტარები