• რეკლამა
  • კონტაქტი
14:48, კვირა, 15 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების” დეპუტატ ბაია კვიციანის ძმის კომპანიამ ბოლო 9 წელიწადში 37 მლნზე მეტის შესყიდვა მიიღო – ვინ აგებს გზებს სამეგრელო-ზემო სვანეთში?

ალია ავტორი - ალია
19:02 07-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
265

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” აქვეყნებს კვლევას, იმ საგზაო კომპანიებზე, რომლებიც   სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო შესყიდვებიდან მსხვილ კონტრაქტებს იღებენ.  ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. ირკვევა რომ  მათი ნაწილი  დაკავშირებულია მოქმედ, ან ყოფილ თანამდებობის პირებთან. ასევე არიან პოლიტიკური შემწირველებიც.

ერთ-ერთი მაგალითი შპს “ლიდერი+”-ის 25% წილის მფლობელი აკაკი კვიციანია, რომელიც “ქართული ოცნებიდან” პარლამენტის მოქმედი დეპუტატის, ბაია კვიციანის ძმა და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის კანდიდ კვიციანის შვილია. კომპანიამ 2015 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 37,232,754 ლარის ხელშეკრულებები მიიღო.

“მიმოხილვაში ჩამოთვლილი კომპანიები ძირითადად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საქმიანობენ. ყველა კომპანიამ 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან ჯამში  676,623,524 ლარის კონტრაქტები მიიღო;

შპს „საგზაომ“, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებში 2015 წლიდან მონაწილეობს, ამ დრომდე 76,813,353 ლარის შესყიდვები მიიღო. შპს-ს ამჟამინდელი მფლობელი კახაბერ უბილავა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი იყო.

საგზაო ინფრასტრუქტურის ტენდერებს იგებს კახაბერ უბილავას სიძე, დავით სიჭინავაც, რომელიც შპს “საგზაოში” უბილავას მოსვლამდე ფლობდა მის 100% წილს და ამავდროულად 2013-2022 წლებში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსითაც მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვებში. ამ პერიოდში მან 57,188,154 ლარის 54 ტენდერი მოიგო. დავით სიჭინავა “ქართული ოცნების” შემწირველიცაა;

შპს “ლიდერი+”-ის 25% წილის მფლობელი აკაკი კვიციანია, რომელიც  “ქართული ოცნებიდან” პარლამენტის მოქმედი დეპუტატის, ბაია კვიციანის ძმა და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის კანდიდ კვიციანის შვილია. კომპანიამ 2015 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 37,232,754 ლარის ხელშეკრულებები მიიღო;

სენაკის მერიის საგზაო მშენებლობის ტენდერებს უმთავრესად იგებს სააქციო საზოგადოება “არქეოპოლისი”, რომლის დამფუძნებელი საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, დემურ გადელიაა. სენაკის მერი ვახტანგ გადელია კი დემურ გადელიას ძმისშვილია და თავად 2009-2013 წლებში სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ამავე ოჯახთან არის დაკავშირებული შპს “ინდიკოც” – კომპანიის, 100% წილის მფლობელი იოსებ გადელიაა – სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძაშვილი;

შპს “როუდ პლიუსი” და  შპს “ბილდინგ გრუპ 17” ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, დავით კუხალეიშვილის კლასელთან და მეგობართან, ზაზა ანთიასთან დაკავშირებული კომპანიებია. ამ კომპანიებმა 2018 წლიდან დღემდე, ჯამში 28,516,914 ლარის ტენდერები მოიგეს. აქედან 15,314,019 ლარის შესყიდვები ზუგდიდის მერიაზე მოდის;

კვლევაში მიმოხილულ კომპანიებს ან/და მათთან დაკავშირებული პირებს პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სასარგებლოდ პოლიტიკური შეწირულებებიც აქვთ გაღებული: შპს “საგზაოსთან” დაკავშირებულმა დავით სიჭინავამ 2017-2021 წლებში 32,000 ლარი შესწირა; შპს “შარაგზამშენი პირველმა” 2017 და 2021 წელს, შესწირა  ჯამში 25,000 ლარი; შპს “ლიდერი +”-მა 2021 წელს შესწირა 5,000 ლარი; შპს “თავადი 1”-მა კი 2021 წელს შესწირა 2,500 ლარი.” ნათქვამია ინფორმაციაში.

კვლევა სრულად

არასამთავრობო ორგანიზაცია ანტიკორუფციულ სააგენტოს მიმართავს, შეისწავლოს და დაადგინოს, შეიცავს თუ არა სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს.

,,მთავარი არხი”

თეგები: საერთაშორისო გამჭვირვალობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved