• რეკლამა
  • კონტაქტი
08:20, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნებაში” თეა წულუკიანის გაპრემიერების საკითხი იხილება

ალია ავტორი - ალია
16:23 11-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
89

31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგების მიმართ ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, მმართველი გუნდი პარლამენტისა და მთავრობის ფორმირებისთვის ემზადება.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გამორჩეული სახე და სიის მეოთხე ნომერი თეა წულუკიანი სავარაუდოდ, პარლამენტის წევრი არ გახდება და საპარლამენტო პოსტის დაკავების ნაცვლად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნდება – წულუკიანი, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინონ.

სააგენტოს ინფორმაციით, წულუკიანის კანდიდატურა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე განიხილებოდა, თუმცა ასევე საუბარია მის პრემიერ-მინისტრად წარდგენაზე. წულუკიანთან მიმართებაში იხილება მისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის შეთავაზების საკითხიც. წულუკიანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა როგორც „ქართულ ოცნებაში“ კულუარულად აცხადებენ, „საკითხი – წულუკიანი დარჩება პარლამენტში თუ გადავა მთავრობაში, 50/50-ზეა“.

კიდევ ერთი მოსალოდნელი საკადრო გადაწყვეტილება სოზარ სუბარს უკავშირდება. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, სავარაუდოდ, ყოფილ ომბუდსმენს სოზარ სუბარს ჩააბარებენ, ხოლო “ქართული ოცნების“ ახალი პოლიტიკური სახე ნიკოლოზ სამხარაძე, რომელიც აქამდე პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტს ხელმძღვანელობდა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ იქნება წარდგენილი.

არ არის გამორიცხული პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე აირჩიონ, რომელიც 2013 წლიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილეა, თუმცა, აღნიშნულ თანამდებობაზე დარჩენის სურვილი და ამბიცია ანრი ოხანაშვილს გააჩნია.

თეგები: თეა წულუკიანიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved