• რეკლამა
  • კონტაქტი
01:16, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნებას” სამ თვეში 300 000 ლარი შესწირეს, 8 დონორიდან 6 ბათუმელი ბიზნესმენია

ალია ავტორი - ალია
19:18 05-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
121

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ცნობით, 2023 წლის 1 იანვრიდან – 31 მარტის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 640 569 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან თითქმის ნახევარი  – 300 000 ლარი მმართველ პარტიაზე მოდიოდა, მეორე ადგილზე იყო “ლელო საქართველოსთვის” 201 000 ლარით, ხოლო მესამეზე – “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” 84 299 ლარით.

შემოწირულებების სტატისტიკა

2023 წლის 1 იანვრიდან – 31 მარტის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 640 569 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან თითქმის ნახევარი  – 300 000 ლარი მმართველ პარტიაზე მოდიოდა, მეორე ადგილზე იყო „ლელო საქართველოსთვის“ 201 000 ლარით, ხოლო მესამეზე – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 84 299 ლარით (სრულად იხ. დიაგრამა).

რაც შეეხება შემწირველების რაოდენობას, აქ „ლეიბორისტული პარტია“ ლიდერობს, რომელსაც საანგარიშო პერიოდში 88-ჯერ შეწირეს თანხა, თუმცა ამ შემოწირულებების უმრავლესობა მცირე თანხებს შეადგენდა.

„ქართული ოცნების“ შემომწირველთა მიმოხილვა

საანგარიშო პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ თითქმის იმდენივე შემოწირულება მიიღო რამდენიც ყველა სხვა პარტიამ ჯამურად, თუმცა ეს დონორების სიმრავლის ხარჯზე არ მომხდარა — მმართველ პარტიას სულ 8 დონორი ჰყავდა, რომლებმაც პარტიის სასარგებლოდ მსხვილი თანხები გაიღეს. 8 დონორიდან 6 ბათუმელი ბიზნესმენია, აქედან ერთ-ერთის, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძის კომპანიები რეგულარულად იგებენ მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს.

2023 წლის 28 თებერვალს ორმა ბათუმელმა ბიზნესმენმა რომან გუნდაძემ და ზაურ სალვარიძემ ჯამში 80 000 შეწირეს მმართველ პარტიას. ორივე პირი არაერთი კომპანიის მეწილეა. გუნდაძის 100%-იან საკუთრებაში არსებულმა შპს BS METAL GROUP 1.2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერების გამარჯვებულია და 350 000 ლარის გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები აქვს მიღებული. სალვარიძეს 2021 წელს 60 000 ლარი ჰქონდა მმართველი პარტიისთვის შეწირული, ხოლო გუნდაძეს 2020 და 2021 წლებში ჯამში 20 000 ლარი, მანამდე კი, 2012 წელს მაშინდელ მმართველ პარტიასთან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული ორგანიზაციის „საქართველო არ იყიდება“ სასარგებლოდ 10 000 ლარი ჰქონდა გაღებული.

2023 წლის პირველ მარტს ბათუმელმა ბიზნესმენებმა რამაზ ბერიძემ, დავით ნაგერვაძემ (რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქე), ნუკრი დოლიძემ და გიორგი ქიძინიძემ „ქართულ ოცნებას“ ჯამში 180 000 ლარი შეწირეს. მათგან ყველაზე საინტერესო ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი ნუკრი დოლიძეა, რომელზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ადრეც არაერთხელ წერდა.[1]

ნუკრი დოლიძემ 1 მარტს მმართველ პარტიას 50 000 ლარი შეწირა, მას 2021 წელს უკვე აქვს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 60 000 ლარი გაღებული, ხოლო 2012 წელს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულ ორგანიზაციას „საქართველო არ იყიდება“ 10 000 ლარი შეწირა. მისი კომპანიები „ბონდი-2009” და „მონოლითი-2005” აჭარაში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ერთ-ერთი ძირითადი განმახორციელებლები არიან და ჯამში 230 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერებში არიან გამარჯვებული, მათ შორის 45 მილიონამდე ღირებულების კონტრაქტები 2023 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში აქვს მიღებული[2]. ნუკრი დოლიძის შვილი, ლევან დოლიძე 2019-2020 წლებში ინფრასტრუქტურის საკითხებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად მუშაობდა, 2021 წლის განმავლობაში მუნიციპალური საცხენოსნო კლუბის დირექტორად, ხოლო 2022 წლიდან ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეა. 2021 წელს ლევან დოლიძეს მმართველი პარტიისთვის 5000 ლარი აქვს შეწირული. დოლიძეების კომპანიებს უპირობო აუქციონებისა და ბათუმის მუნიციპალიტეტთან დადებული ნასყიდობის კონტრაქტების საფუძველზე ათასობით კვადრატული მეტრი უძრავი ქონება აქვთ სახელმწიფოსგან მიღებული. გარდა ამისა, ნუკრი დოლიძის ძმა, მერაბ დოლიძე, რესტორან „აჭარული სახლის“ მესაკუთრეა, რომელსაც გამარტივებული შესყიდვებით 300 000 ლარზე მეტი ღირებულების პირდაპირი კონტრაქტები აქვს მიღებული.

10 000 ლარი შეწირა „ქართულ ოცნებას“ თამაზ თამაზაშვილმა, რომელიც პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია. ეს თამაზაშვილის მიერ მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაღებული მე-14 შემოწირულება იყო, ჯამში მას 78 000 ლარზე მეტი აქვს პარტიისთვის შეწირული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved